Thumbnail
  • ქართველი მორაგბეების კრასნი იარი ედინბურგთან განადგურდა
  • ბორდომ ენისეის დაძაბულ ბრძოლაში მოუგო
  • მირცხულავას ოიონამ პირველი გამარჯვება იზეიმა

ჩელენჯ ქაფის მეოთხე ტურმა სტარტი აიღო, რამდენიმე ქართველმა მორაგბემ უკვე იასპარეზა მეოთხე ტურში.

შოტლანდიის სარაგბო არენაზე , “მარიფილდზე”, ედინბურგმა კრასნოიარსკის კრასნი იარს უმასპინძლა. ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში , მასპინძლებმა მეტოქე არ დაინდეს და 78:0 გაანადგურეს.

სტუმართა რიგებში, ორივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო. გიორგი ფრუიძემ და ლაშა მალაღურაძემ თანაგუნდელებთან ერთად მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირეს და ჯგუფში ზედიზედ მესამედ დამარცხდნენ.

ედინბურგმა კრასნი იარს 12 ლელო დაუდო.

რუსული კლუბი ოთხი ტურის შემდეგ 5 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზეა.

ჩელენჯ ქაფზე კრასნი იარი კიდევ ორ მატჩს გამართავს,  11 იანვარს ლონდონ აირიშს ლონდონში ესტუმრება, ხოლო განმეორებით შეხვედრას თბილისში 20 იანვარს ჩაატარებს.

ლაშა ტაბიძისა და ბექა გორგაძის ბორდომ ჩელენჯ ქაფის მეოთხე ტურის შეხვედრაში ენისეი 36:27 დაამარცხა.

რუსული კლუბის სასტარტო შემადგენლობაში დავით კაჭარავამ და მიშო გაჩეჩილაძემ ითამაშეს. ლაშა ტაბიძეს თამაშის საშუალება  მხოლოდ 15 წუთით მიეცა  , მან 65-ე წუთზე მარკ კლერკი შეცვალა.

ბორდო ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს 11 ქულით, ენისეი ბოლო ადგილზეა ერთი ქულით.

ირაკლი მირცხულავას ოიონამ უორჩესტერს 27:20 მოუგო და ჩელენჯ ქაფის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. მირცხულავა ძირითად შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს.

ქართველი მორაგბის კლუბი ოთხი ტურის შემდეგ ჯგუფში მეოთხე ადგილს იკავებს და პლეი ოფში გასვლის მინიმალური შანსი აქვს დარჩენილი.

ჩელენჯ ქაფის მეოთხე ტურის დასრულებამდე ხუთი მატჩი დარჩა. მე-5 და მე-6 ტურები იანვარში გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები