Thumbnail

ენდი მარი უიმბლდონზე აღარ ითამაშებს

ეკა ელოშვილი პროფილის ფოტო
ეკა ელოშვილი
  • ბრიტანელი თვლის, რომ ჯერ სათანადოდ მზად არაა
  • მარი რეიტინგში 800-ს მიღმა აღმოჩნდა

როგორც ჩანს, ახლადგამოჯანმრთელებული ენდი მარი ხუთსეტიანი მატჩებისთვის ჯერ მზადა არაა. ბრიტანელმა მსოფლიოს ექს პირველმა ჩოგანმა და უიმბლდონის ორგზის გამარჯვებულმა, დღეს ტურნირიდან თავი მოიხსნა.

ჩოგბურთელის თქმით, ეს გადაწყვეტილება თავის გუნდთან ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ მიიღო. ხვალიდან ის გრუნტზე ვარჯიშს დაიწყებს და ამერიკის ტურნირებისთვის მოემზადება. მარიმ გადაწყვეტილება გულშემატკივრებს სოციალური ქსელის მეშვეობით აცნობა.

“დამძიმებული გულით გაცნობებთ, რომ უიმბლდონზე აღარ ვითამაშებ. ბოლო 10 დღის განმავლობაში, ვარჯშებზე შესამჩნევი პროგრესი მქონდა, თუმცა, ჩემს გუნდთან ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ ხუთსეტიანი მატჩები ჩემთვის ჯერ ადრეა. ხვალიდან, გრუნტზე ვარჯიშს დავიწყებ და ამერიკის ღია პირველობისთვის მოვემზადები” - დაწერა მარიმ.

თეძოს ტრავმის გამო, ბრიტანელ ჩოგბურთელს 11 თვე გაუცდა. ის ახლახანს დაბრუნდა და ძალები ლონდონის ტურნირზე მოსინჯა. დაბრუნების შემდეგ, მარიმ სამი მატჩი ჩაატარა.

კომენტარები

ბოლო ამბები