Thumbnail
  • როჯერ ფედერერი ხვალ ჩოგბურთის ისტორიაში კიდევ ერთხელ შევა

უიმბლდონი იწყება. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საჩოგბურთო ტურნირს თანამედროვე ჩოგბურთის ლეგენდა - როჯერ ფედერერი გახსნის, როგორც ტურნირის მოქმედი ჩემპიონი. შვეიცარიელი ცენტრალურ კორტზე ითამაშებს და ეს იქნება “დიდი სლემის” ერთ ტურნირზე მისი მე-20 მონაწილეობა. ფედერერი გახდება ისტორიაში მეხუთე ჩოგბურთელი, რომელმაც ამდენჯერ შეძლო ერთი ტურნირის ძირითად ბადეში თამაში.

პირველად ეს შედეგი ამერიკელმა ჯიმი კონორსმა დააფიქსირა, რომელიც ამერიკის ღია პირველობაზე 1970-დან 1989 წლამდე თამაშობდა, ხოლო 1992 წელს, უიმბლდონზე “20-იანი შედეგი” დააფიქსირა. მისმა თანამემამულემ, ანდრე აგასიმ ამერიკის ღია პირველობაზე 21-ჯერ ითამაშა და კარიერის ბოლო მატჩის აქ, 2006 წელს, ბენჯამენ ბეკერის წინააღმდეგ ჩაატარა.

ფრანგი ფაბრის სანტორო 20-ჯერ გამოვიდა “როლან გაროსზე” და 1989 წლიდან 2009 წლამდე, ტურნირი მხოლოდ ერთხელ გამოტოვა. ავსტრალიელი ლეიტონ ჰიუიტი კი, თავის “საშინაო” სლემზე, ასევე, 20-ჯერ ასპარეზობდა - 1997-დან 2016 წლამდე.  

 

კომენტარები

ბოლო ამბები