Thumbnail
  • ავსტრიის გრანპრი მაქს ფერსტაპენმა მოიგო
  • სებასტიან ფეტელი გალიდერდა
  • მერსედესის სრული კრახი ავსტრიაში

ავსტრიის გრანპრი ბევრისთვის მოულოდნელად, მაქს ფერსტაპენმა მოიგო. რედ ბულ რიგნზე გამართულ უაღრესად დაძაბულ რბოლაში ჰოლანდიელმა ყველას აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა. საუკეთესო სამეული ფერარის პილოტებმა, კიმი რაიკონენმა და სებასტიან ფეტელმა დააკომპლექტეს.

ფერსტაპენმა სეზონში პირველი გრანპრი მოიგო

ლუის ჰემილტონმა თავისი გუნდის სტრატეგიული შეცდომის შემდეგ ლიდერობა დაკარგა, 64-ე წრეზე კი (71-დან) ტექნიკური დეფექტის გამო რბოლას საერთოდ გამოეთიშა. ამ ყველაფრის შედეგად, სებასტიან ფეტელს 146 ქულა აქვს და ჰემილტონს საერთო ჩათვლაში 1 ქულით უსწრებს. ავსტრიის გრანპრი სეზონის მე-9 რბოლა გახლდათ, სულ კი 21 უნდა ჩატარდეს.

20 წლის ფერსტაპენისთვის ეს სეზონის პირველი და კარიერაში მე-4 გამარჯვება გახლდათ. მისი გუნდისთვის ეს საშინაო რბოლა იყო.

საერთო ჩათვლა

1. სებასტიან ფეტელი (ფერარი, გერმანია) - 146

2. ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) - 145

3. კიმი რაიკონენი (ფერარი, ფინეთი) - 101

4. დანიელ რიკარდო (რედ ბული, ავსტრალია) - 96

5. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული, ჰოლანდია) - 93

6. ვალტერი ბოტასი (მერსედესი, ფინეთი) - 92

7. კევინ მაგნუსენი (ჰაასი, დანია) - 37

8. ფერნანდო ალონსო (მაკლარენი, ესპანეთი) - 36

9. ნიკო ჰიულკენბერგი (რენო, გერმანია) - 34

10. კარლოს საინსი (რენო, ესპანეთი) - 28

11. სერხიო პერესი (ფორს ინდია, მექსიკა) - 23

12. ესტებან ოკონი (ფორს ინდია, საფრანგეთი) - 19

13. პიერ გასლი (ტორო როსო, საფრანგეთი) - 18

14. შარლ ლეკლერი (ალფა რომეო ზაუბერი, მონაკო) - 13

15. რომენ გროსჟანი (ჰაასი, საფრანგეთი) - 12

16. სტოფელ ვანდორდნი (მაკლარენი, ბელგია) - 8

17. ლენს სტროლი (უილიამსი, კანადა) - 4

18. მარკუს ერიქსონი (ალფა რომეო ზაუბერი, შვედეთი) - 3

19. ბრენდონ ჰარტლი (ტორო როსო, ახალი ზელანდია) - 1

20. სერგეი სიროტკინი (უილიამსი, რუსეთი) - 0

კონსტრუქტორთა თასი

1. ფერარი - 247

2. მერსედესი - 237

3. რედ ბული - 189

4. რენო - 62

5. ჰაასი - 49

6. მაკლარენი - 44

7. ფორს ინდია - 42

8. ტორო როსო - 19

9. ალფა რომეო ზაუბერი - 16

10. უილიამსი - 4

კომენტარები

ბოლო ამბები