Thumbnail

მარიამ ქერდიკაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მარიამ ქერდიკაშვილმა 500-მეტრიანი დისტანციაზე იასპარეზა
  • ქართველმა ნიჩბოსანმა დისტანცია 2 წუთში, 16 წამსა და 469 მეასედში დაფარა

იტალიაში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი ნიჩბოსნობაში. 23-წლამდე გოგონებს შორის 500-მეტრიან დისტანციაზე კანოეთი ბრწყინვალედ იასპარეზა მარიამ ქერდიკაშვილმა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. 

მარიამ ქერდიკაშვილმა დისტანცია 2 წუთში, 16 წამსა და 469 მეასედში დაფარა და მეორე ადგილი დაიკავა. ქართველი ნიჩბოსანი მხოლოდ 2 წამით და 850 მეასედით ჩამორჩა უკრაინელ ლიუდმილა ლუზანს, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები