Thumbnail
  • 22 წლის ლუკასი ურუგვაის ნაკრებთან ერთად მუნდიალზე წინსვლას აგრძელებს

იტალიური სამპდორიას და ურუგვაის ნაკრების საყრდენ ნახევარმცველს - ლუკას ტორეიერას სულ ცოტაღა დარჩა და კარიერას პრემიერ ლიგაში, ლონდონის არსენალში გააგრძელებს. ინგლისელები 30-მილიონიან ტრანსფერს მომდევნო კვირაში დაასრულებენ.

22 წლის ნახევარმცველის ოფიციალური წარდგენა მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც ურუგვაის ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობას დაამთავრებს.

ტრანსფერით ძალიან კმაყოფილია სამპდორიას პრეზიდენტი მასიმო ფერერო. მისი თქმით, ტორეირამ იმედები გაამართლა. “მე ლუკასი პესკარადან 3 მილიონ ევროდ ვიყიდე მაშინ, როცა მისი არავის სჯეროდა. გავრისკეთ და გაგვიმართლა. ტრასფერიდან მიღებულ ფულს, კლუბის გაძლიერებას მოვახმართ” - ამბობს ფერერო.

 

კომენტარები

ბოლო ამბები