Thumbnail
  • თავდამსხმელის ოჯახი კოლუმბიასთან მატჩს დაესწრება
  • რებეკა და ბავშვები სანკტ-პეტერბურგში გაჩერდნენ

ინგლისის ნაკრების თავდამსხმელის - ჯეიმი ვარდის ცოლმა რებეკამ, საკმაოდ დიდი ფული დახარჯა, რომ საყვარელი ქმრისთვის რუსეთში ჩაეკითხებინა. ვარდის ცოლი, ქმარს და ინგლისის ნაკრებს, კოლუმბიასთან, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩში ტრიბუნიდან უგულშემატკივრებს.

რებეკამ რუსეთში გასამგზავრებლად კერძო თვითმფრინავი დაიქირავა, რომლითაც სანკტ-პეტერბურგში ჩაფრინდა. ეს მგზავრობა და უკან, სამშობლოში დაბრუნება მას 40 ათასი ფუნტი დაუჯდება. ჟურნალისტებმა სასწრაფოდ დაითვალეს ვარდის ოჯახის ხარჯები და შემდეგი დაადგინეს: ვარდის ოჯახის რუსეთში ცხოვრება, დაახლოებით, 140 ათასი ფუნტი დაჯდება. ამ ხარჯებში შედის სასტუმროში ცხოვრება, დაცვის სამსახურის ანაზღაურება და სხვა წვრილმანები. რაც მთავარია, რებეკა თავის ოთხ შვილთან ერთადაა წარმოდგენილი.

რებეკა ვარდი და ბავშვები სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრობენ. თუმცა, ინგლისის ნაკრები ამ ქალაქში არ თამაშობს და ვარდებს მატჩზე დასასწრებად მოსკოვში გამგზავრება მოუწევთ.   

გამოკითხვა

ვინ გავა მეოთხედფინალში?

  • კოლუმბია
  • ინგლისი

კომენტარები

ბოლო ამბები