Thumbnail
  • სან ხოსე 3:3 ლოს ანჯელეს გალაქსი
  • ვაკო ყაზაიშვილის ბრწყინვალე გოლი
  • ზლატან იბრაჰიმოვიჩის დუბლი სან ხოსეს კარში

სტენფორდ სტედიუმზე გამართული კალიფორნიული კლასიკო  უხვგოლიანი გამოდგა. ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას სან ხოსემ ლოს ანჯელეს გალაქსის უმასპინძლა, მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა. შეხვედრაში ულამაზესი გოლები გავიდა.

ვაკო გატანილ გოლს აღნიშნავს.

ანგარიში პირველ წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გახსნა - შვედმა შესანიშნავი დარტყმით გაიტანა. მე-15 წუთზე ვონდოლოვსკიმ ანგარიში თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაათანაბრა. 5 წუთში ალესანდრინიმ გალაქსი ისევ დააწინაურა, ფრანგმა ლამაზი ჯარიმით გაიტანა. ხუთი წუთის შემდეგ, იბრაჰიმოვიჩმა მოახერხა ჯარიმიდან გოლის გატანა. 39-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა ბრწყინვალე რეიდი განახორციელა და დევიდ ბინემს შანსი არ დაუტოვა. პირველი ტაიმი გალაქსიმ 3:2 მოიგო.

მატჩის საბოლოო ანგარიში ვონდოლოვსკიმ დააფიქსირა - სან ხოსეს ფეხბურთელმა მეორე თერთმეტმეტრიანი გაიტანა. ვაკოს ახალ სეზონში 4 გოლი აქვს გატანილი. სან ხოსე დასავლეთ კონფერენციაში 12 ქულით ბოლო ადგილზეა. ქართველების გუნდი მომდევნო შეხვედრას პორტლენდთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები