Thumbnail

მატჩის წინ | ხორვატია V დანია - ხორვატები ერიქსენის წინააღმდეგ!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 1 ივლისი / 22:00 / ნიჟნი ნოვგოროდი / ხორვატია V დანია
  • დანია მერვედფინალში ბოლოს 2002 წელს იყო.. 
  • ხორვატიას წელს უკეთესი სტარტი ჰქონდა, ვიდრე 1998-ში

ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი - ხორვატიის ნაკრები, მერვედფინალურ მატჩს კარგად ორგანიზებული დანიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. ნიჟნი ნოვგოროდში, დანიელების მთავარი იარაღი კრისტიან ერიქსენი იქნება, მისი შეჩერება, ხორვატების მთავარი ამოცანაა.

ხორვატებმა ჯგუფური ეტაპი წარმატებით გაიარეს. მოიგეს ყველა მატჩი და გაიტანეს ყველაზე მეტი გოლი. ბალკანელებს დიდი მოლოდინი აქვთ, მათ მიმდინარე მუნდიალი უკეთესად დაიწყეს, ვიდრე 1998 წელს, სადაც მესამე ადგილი დაიკავეს.

პიონე სისტო (დანია)
"მიმდინარე მუნდიალზე დაუმარცხებლები ვართ და ეს უმნიშნველოვანესია. ჩვენ ვიცით, რომ როგორც გუნდი, ნებისმიერი დიდი ნაკრებისთვის რთული მეტოქე ვართ და ეს მხოლოდ სიტყვები არ არის."

მუნდიალებზე დანია 1986 წელს გამოჩნდა, ხოლო 'დანიური დინამიტის' მსოფლიოზე საუკეთსო შედეგი 1998 წელს უკავშირდება, სადაც სკანდინავიელები, ძმები ლაუდრუპებით მეოთხედფინლამადე მივიდნენ.

ამ გუნდებს ერთმანეთში სულ 5-ჯერ უთამაშიათ, 2 მატჩი დანიელებმა მოიგეს, 2 ხორვატებმა, ხოლო ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა.

ივან პერიშიჩი (ხორვატია)
"ჩემთვის, რუსეთის მუნდიალი მეოთხე დიდი ტურნირია და ასეთი ატმოსფერო გუნდში ალბათ არასოდეს ყოფილა. ამას დავუმატოთ ისიც, რომ თითქმის ყველა ფეხბურთელი კარგ ფორმაშია"

გამოკითხვა

ვინ გავა მეოთხედფინალში?

  • ხორვატია
  • დანია

იცოდით?

კრისტიანი ერიქსენი რომ დანიელთა მთავარი დამრტყმელი ძალაა - ეს ყველამ ვიცით. მაგრამ ტოტენჰემ ჰოთსპურის შემტევს, ჯგუფურ ეტაპზე 36 კილომეტრი ურბენია, რაც მიმდინარე მუნდიალზე საუკეთსო შედეგია!

სავარაუდო შემადგენლობები

ხორვატია: სუბაშიჩი, სიმე, ვრსალკო, ლოვრენი, ვიდა, სტრინიჩი, რაკიტიჩი, ბადელი, რებიჩი, მოდრიჩი, პერიშიჩი, მანჯუკიჩი.

დანია: შმეიხელი, სტრიგერ-ლარსენი, კრისტიანსენი, კიაერი, დალსგაარდი, შონე, დელაინი, სისტო, ერიქსენი, პოულსნი, იორგენსენი.

მსაჯი: ნესტორ პიტანა (არგენტინა)

კომენტარები

ბოლო ამბები