Thumbnail
  • ურუგვაი 2:1 პორტუგალია
  • 1:0 კავანი (7), 1:1 პეპე (55), 2:1 კავანი (64)
  • კრიშტიანო რონალდო მუნდიალს დაემშვიდობა...

ევროპის მოქმედი ჩემპიონი - პორტუგალიის ნაკრები რუსეთის მუნდიალზე, მერვედფინალში ლუის სუარესის და ედისონ კავანის ურუგვაის დაუპირისპირდა. მატჩი ოსკარ ტაბარესის ორგანიზებულმა ურუგვაიმ, ედინსონ კავანის დუბლით მოიგო!

შეხვედრა ედინსონ კავანის მე-7 წუთზე გატანილი სწრაფი გოლით დაიწყო. პსჟ-ს ფორვარდმა ბურთი ლუის სუარესს გადააწოდა, სუარესმა გრძელი პასით საჯარიმოში კავანი იპოვნა და ნაპოლის ყოფილმა ფორვარდმა თავით ეფექტური გოლი გაიტანა.

1:0 კავანი (7)

მეორე ტაიმი, პორტუგალიელების უპირატესობით დაიწყო. კუთხურის ჩამოწოდებისას, დიეგო გოდინი, რომელიც ტრადიციულად პეპეს იყვანდა, რონალდოსკენ გაიქცა, უმეთვალყურეოდ დარჩენილმა პეპემ შანსი გამოიყენა და ანგარიშ გაათანაბრა.

1:1 პეპე (55)

პეპეს გოლის შემდეგ, ურუგვაი გააქტიურდა, ერთ-ერთი შეტევისას გასული ეპიზოდის გმირმა - პეპემ ბურთი კარგად ვერ მოიგერია, რომელიც ბენტაკურს მიუვიდა, იუვენტუსის ნახევარმცველმა მარცხენა ფრთაზე კავანის გადააწყოდა, რომელმაც ეფექტური დარტყმით ურუგვაი წინ გაიყვანა.

2:1 კავანი (64)

ამ ეპიზოდში, პორტუგალიელთა მეკარეს - რუი პატრისიოს ალბათ უკეთ უნდა ემოქმედა. მატჩი პორტუგალიელთა უპირატესობით წარიმართა, კრიშტიანო რონალდო ძირითადად მეტოქის საჯარიმოში ეძებდა თავის შანსს, თუმცა ევრეოპელებს რეალური არაფერი შეუქმნიათ.

მუსლერას ეპიზოდი (70)

მატჩი საბოლოოდ ურუგვაელთა გამარჯვებით დასრულდა, ოსკარ ტაბარესის გუნდი მეოთხედფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 74’ წუთზე ედინსონ კავანიმ ცვლილება მოითხოვა, თუ პარი სენ ჟერმენის ფორვარდი შემდეგ მატჩს გამოტოვებს, ურუგვალებს ფრანგებთან საგრძნობლად გაუჭირდებათ.

საინტერესო ფაქტები

► დღეს პლეი-ოფებში 10 გოლი გავიდა, ამდენი, ან ამაზე მეტი, პლეი-ოფის დღეს ბოლოს 1970 წელს გაიტანეს, როდესაც ნახევარფინალებში ჯამში ერთად 11 გოლი გავიდა.

► 55’ წუთზე გატანილი პეპეს გოლით, ურუგვალების 597 წუთიანი მშრალი სერია დასრულდა, ურუგვაელებმა მუნდიალზე წელს პირველი გოლი გაუშვეს.

► კრიშტიანო რონალდო პირველ ტაიმში ბურთს 24-ჯერ შეეხო, აქედან არცერთხელ საჯარიმოში.

 ედისონ კავანი ნაკრებში 44 გოლი აქვს გატანილი, აქედან 12 ლუის სუარესის პასით გაიტანა. მათშორის დღეს, პირველი გოლი...

საუკეთესო მოთამაშე: ედინსონ კავანი (ურუგვაი)

პარი სენ ჟერმენის ფორვარდმა დღეს პორტუგალიას დუბლი გაუტანა და საკუთარი ქვეყნის ნაკრები მეოთხედფინალში გაიყვანა, სადაც ტაბარესის გუნდი საფრანგეთს შეხვდება. კავანიმ მატჩის ბოლოს ცვლილება ითხოვა, მაგრამ იმედია შემდეგი მატჩის მზად იქნება...

იმედგაცრუება: კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)

მესის შემდეგ, ტურნირი კრიშტიანო რონალდომაც დატოვა... მადრიდის რეალის ფორვარდს, პირველ ტაიმში ბურთი ურუგვაის საჯარიმოში არ მიუღია, მეორეში თავის შანსს ძირითადად მეტოქის საჯარიმოში დგომით ელოდა, თუმცა უშედეგოდ. ჯარიმაც ცუდად დაარტყა და საბოლოოდ მატჩს, განვლილი თამაშებისგან განსხვავებით ვერაფერი შემატა.

გამოკითხვა

ვინ გავა მეოთხედფინალში?

  • ხორვატია
  • დანია

კომენტარები

ბოლო ამბები