Thumbnail
  • ვეტერანი მცველები იუვენტუსში რჩებიან
  • ანდრეა ბარძალიმ და ჯორჯო კიელინიმ ტურინულ კლუბთან ახალი კონტრაქტები გააფორმეს
  • კიელინი ახალი სეზონიდან იუვეს კაპიტანი იქნება

იტალიის უცვლელმა ჩემპიონმა იუვენტუსმა დაცვის ბურჯებს, ჯორჯო კიელინის და ანდრეა ბარძალის ახალი კონტრაქტები გაუფორმა.

ჯორჯო კიელინი და ანდრეა ბარძალი

შეგახსენებთ, რომ 33 წლის კიელინი ახალი სეზონიდან ტურინული გრანდის კაპიტანი იქნება. როგორც იცით, იუვეს კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი იყო, რომელმაც “ბებერი ქალბატონი” საკლუბო სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა და, შესაძლოა, კარიერა პარი სენ-ჟერმენში გააგრძელოს. კიელინის ახალ ხელშეკრულებას ვადა 2020 წლამდე აქვს. 37 წლის ბარძალისთვის ეს იუვენტუსში მე-9 სეზონი იქნება. ვეტერან მცველს კონტრაქტი მხოლოდ ერთი წლით გაუგრძელეს.

ტურინული კლუბის შეფები ახლა მოლაპარაკებებს სამი ხედირასთან აწარმოებენ. 31 წლის გერმანელი მასიმილიანო ალეგრის ერთ-ერთი უსაყვარლესი მოთამაშეა და იუვეს თავკაცს სურს, რომ ხედირა იუვეში 2015 წლამდე დარჩეს. სამი ხედირა იუვენტუსში 2015 წელს, მადრიდის რეალიდან გადავიდა. აღსანიშნავია, რომ იუვემ მომავალი სეზონისთვის ლივერპულიდან ემრე ჯანი გადაიბირა, რომელიც სწორედ ხედირას კონკურენტია.

კომენტარები

ბოლო ამბები