Thumbnail

ანჩელოტი რეალის ვარსკვლავს უმიზნებს - ნაპოლის დიდი გეგმები აქვს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კარლო ანჩელოტის ნეაპოლში დიდი გეგმები აქვს
  • ნაპოლის მიზანია, რომ იუვენტუსს სერიოზული კონკურენცია გაუწიოს
  • პირველი სამიზნე მადრიდის რეალის თავდამსხმელია

მას მერე, რაც კარლო ანჩელოტი ნაპოლის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, სამხრეთიტალიური კლუბის სატრანსფერო გეგმებზე მითქმა-მოთქმა არ წყდება. ანჩელოტი ნაპოლის სერიოზულად გაძლიერებას გეგმავს - მისი გუნდის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ იტალიის ჩემპიონობა უნდა იყოს.

ტურინის იუვენტუსის ჰეგემონიის დასამხობად ნაპოლის უმაღლესი კლასის ფეხბურთელები სჭირდება. იტალიური და ესპანური სპორტული მედიის ცნობით, ნეაპოლელთა ამბიციური გეგმის პირველი ნაწილი ახალი ტოპ-თავდამსხმელის გადაბირებაა. AS წერს, რომ ანჩელოტი რეალის ფორვარდ ქარიმ ბენზემას უმიზნებს.

შეგახსენებთ, რომ მას მერე, რაც ზინედინ ზიდანმა “სამეფო კლუბი” დატოვა, ფრანგი ფორვარდის მომავალი რეალში გაურკვეველია. ანჩელოტი ბენზემას კარგად იცნობს - ჯარლო 2013-დან 2015 წლამდე სწორედ მადრიდელთა დამრიგებელი გახლდათ და ბენზემას ყოველთვის ათამაშებდა.

ჩვენი ესპანელი კოლეგების ინფორმაციით, რეალი მზადაა ბენზემას შეელიოს - ოღონდ, მადრიდელები ფრანგ ფორვარდს 50 მილიონ ევროზე იაფად არ გაყიდიან. გარდა ამისა, ბენზემას მაღალი ხელფასიც სჭირდება - 30 წლის ფრანგი რეალში წელიწადში 8,5 მილიონ ევროს იღებს და მადრიდულ გრანდთან კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული.

კომენტარები

ბოლო ამბები