Thumbnail
  • რუსთავი 2:1 სამტრედია
  • კოლხეთი 3:6 დინამო თბ.
  • სიონი 1:2 ტორპედო
  • საბურთალო 1:0 ჩიხურა

ეროვნული ლიგის მე-17 ტური უხვგოლიანი გამოვიდა. 5 თამაშში 21 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 4 გოლზე მეტია. 

ეროვნულ ლიგას ისევ საბურთალო ლიდერობს, რომელმაც საჩხერის ჩიხურას მინიმალური ანგარიშით სძლია, ერთადერთი და გამარჯვების გოლი კი დავით ვოლკოვმა გაიტანა. ამ გამარჯვებით, საბურთალომ 40 ქულა მოაგროვა.

მეორე ადგილზე თბილისის დინამოა, რომელიც 5 ქულით ჩამორჩება ლიდერს. კახა კაჭარავას გუნდი ფოთის კოლხეთს ზესტაფონში ესტუმრა და 6:3 სძლია მეტოქეს. ეს იყო დრამატული, დაძაბული და სანახობრივი შეხვედრა, რაზეც ანგარიშიც მეტყველებს. მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, ანგარიში 3:3 იყო და თბილისელებმა დარჩენილი გოლები ბოლო წუთებში გაიტანეს.

კოლხეთი 3:6 დინამო თბ.

ქუთაისის ტორპედო დიდ ხანს აგებდა ბოლნისის სიონთან, თუმცა მატჩის ბოლო 5 წუთში ორჯერ გაუტანა მეტოქეს და უმნიშვნელოვანესი ქულები ჩაიწერა აქტივში. ქუთაისელთა რიგებში თავი თენგიზ წიქარიძემ და გიორგი ქიმაძემ გამოიჩინეს. ტორპედოს 24 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა სატურნირო ცხრილში.

რუსთავი 2:1 სამტრედია

გოლები: 1:0 მარცვალაძე (33), 1:1 გი (37), 2:1 მარცვალაძე (75)

რუსთავი: სეფიაშვილი, გეგეჭკორი, კილასონია, კობახიძე, ფონიავა, პაპავა, ცინცაძე, კვირკვია (74. ქავთარაძე), ციცქიშვილი (57. სიჭინავა), კვარაცხელია (82. კირკიტაძე), მარცვალაძე

სამტრედია: სტურუა, ჩაჩუა, ჯგერენაია, ფატიჩი, ულიანოვი, კერძვაძე, ახალაძე, ოლხოვი, გი, ხაბეიშვილი (66. კირკიტაძე), კუჭუხიძე

კოლხეთი 3:6 დინამო თბ.

გოლები: 1:0 მიხალიოვი (33), 1:1 თოთაძე (42), 1:2 კიტეიშვილი (59), 1:3 ხარაბაძე (69), 2:3 კვასოვი (75), 3:3 იმნაძე (80), 3:4 ერგემლიძე (82), 3:5 კიტეიშვილი (85), 3:6 ნინუა (89)

კოლხეთი: გურგენიძე, ჭეიშვილი (80. ჯიმშელეიშვილი), პანამარიოვი, გოგონაია, კაბორე, მახარაძე, დანილოვი, გოგბერაშვილი (90. კაკულია), კვასოვი, იმნაძე, მიხალიოვი (77. არზიანი)

დინამო თბ.: ბულისკერია, რუხაია, თოთაძე, კობოური, ხარაბაძე, ნინუა, დარცმელია, ივანიშვილი (82. ბაბუნაშვილი), კიტეიშვილი (89. დარცმელია), კუცია (67. ერგემლიძე), ზივზივაძე

სიონი 1:2 ტორპედო

გოლები: 1:0 ბერიაშვილი (46), 1:1 წიქარიძე (85), 1:2 ქიმაძე (90)

სიონი: ზარქუა, მინდორაშვილი (90. უგულავა), გურეშიძე, ნოზაძე, გიორბელიძე, ქიქავა, ხმალაძე, გაფრინდაშვილი, სიხარულია (55. მანაგაძე), მიქაბერიძე (66. კოშკაძე), ბერიაშვილი

ტორპედო: ქვილითაია, გრიგალაშვილი, ჭიჭინაძე, გურული, ქიმაძე, დოლიძე, კუხიანიძე, გიგაური (74. მამასახლისი), სარდალიშვილი (57. ტუღუში), კუტალია, ბოხაშვილი (46. წიქარიძე)

საბურთალო 1:0 ჩიხურა

გოლი: 1:0 ვოლკოვი (84)

საბურთალო: კუპატაძე, გრიგალაშვილი, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, ლაკვეხელიანი (52. ჩაბრაძე), ალთუნაშვილი (62. გორგიაშვილი), ტერა, დიასამიძე, კოხრეიძე, ვოლკოვი, გოშთელიანი (70. ტატანაშვილი)

ჩიხურა: ჰამზიჩი (60. მწყერაშვილი), ჩიტეიშვილი, მაისაშვილი, მირცხულავა, მეგრელიშვილი, კახაბრიშვილი, დობროვოლსკი (85. ბუხაიძე), ჩიკვაიძე, ლექვთაძე (63. ჩიხლაძე), გაბედავა, ბუღრიძე

კომენტარები

ბოლო ამბები