Thumbnail
  • ხოსეპ გვარდიოლას ისტორია გვეუბნება, რომ მუნდიალს ინგლისის ნაკრები მოიგებს

2010 და 2014 წლებში მსოფლიოს ჩემპიონატი იმ ქვეყნებმა მოიგეს, სადაც ხოსეპ გვარდიოლამ კლუბი გააჩემპიონა. ინგლისელებს იმედი აქვთ, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდება.

როგორც იცით, ინგლისის ნაკრებს მუნდიალი მხოლოდ ერთხელ აქვს მოგებული და ისიც 1966 წელს.

რუსეთში მიმდიმარე მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ინგლისელებმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და მერვედფინალში გავიდნენ. მართალია, ჯგუფში ორი სუსტი მეტოქე ჰყავდათ (ტუნისთან 2:1 და პანამასთან 6:1), მაგრამ საბოლოოდ გარეთ საუთგეიტის გუნდმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და პლეი ოფის ბადის იოლ მხარეს მოხვდა. თუმცა, ინგლისს მერვედფინალში კოლუმბიის სახით საკმაოდ ძლიერი მეტოქე ჰყავს.

გამოკითხვა

ვინ გავა მეოთხედფინალში?

  • კოლუმბია
  • ინგლისი

მოკლედ, ინგლისელებს გვარდიოლას სერიის იმედი აქვთ: 2010 წელს პეპის ბარსელონამ ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო, ესპანეთის ნაკრები კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა; 2014 წელს გვარდიოლა უკვე მიუნხენის ბაიერნის დამრიგებელი გახლდათ და ბუნდესლიგა მოაგებინა, მუნდიალი კი - გერმანელებმა მოიგეს.

წელს გვარდიოლას მანჩესტერ სიტი ინგლისის ჩემპიონი გახდა და… გაგრძელდება პეპის სერია?

კომენტარები

ბოლო ამბები