Thumbnail
  • Rugby Vision-მა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ბორჯღალოსნების შანსები შეაფასა
  • ჩემპიონობის სამი მთავარი კანდიდატი: ახალი ზელანდია, ირლანდია, ინგლისი

Rugby Vision-მა ივნისის ტესტ-მატჩებზე მიღწეული შედეგების გათვალისწინებით ცხრილი შეადგინა, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გასული ნაკრებების შანსებია შეფასებული.

''ბორჯღალოსნებმა'' ივნისის ტესტ-მატჩების დროს ორი შეხვედრა წააგეს და ერთი მოიგეს - Rugby Vision საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრების ჯგუფიდან გასვლის შანსებს სკეპტიკურად აფასებს. გამოცემის აზრით, მხოლოდ ერთი პროცენტი არის იმის შანსი, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გავიდეს. რა თქმა უნდა, ჩვენი ჯგუფის ფავორიტები, ავსტრალია (95,7%) და უელსი (93%) არიან. ჩვენს ჯგუფში მყოფ ფიჯის 10,3% მიანიჭეს, ხოლო ჯგუფის აუტსაიდერ ურუგვაის - 0,1%.

ჩემპიონობისთვის მებრძოლი ნაკრებების შანსები ასე გამოიყურება: ახალი ზელანდია (67%), ირლანდია (10,2%), ინგლისი (8,9%), ავსტრალია (5%), სამხრეთ აფრიკა (3,9%).

კომენტარები

ბოლო ამბები