Thumbnail
  • საქართველო 50:87 სერბეთი
  • საქართველოს ნაკრებს ანტირეკორდის გამეორებამდე ცოტა დააკლდა
  • ზუროსის გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში მთავარი მატჩი ავსტრიასთან ელის 

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლში სერბეთის შესუსტებული შემადგენლობით ჩამოსულ ნაკრებს უმასპინძლა და 37-ქულიანი სხვაობით დამარცხდა. ცნობისთვის, ჩვენი ნაკრების ანტირეკორდი 1998 წელს, სტუმრად იტალიასთან შეხვედრაში დაფიქსირდა - 47 ქულა! (43:90).

საქართველოს ნაკრებში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარეს თად მაკფადენმა, სანდრო მამუკელაშვილმა და რატი ანდრონიკაშვილმა. თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი კი გუნდს ამ შესარჩევში პირველად დაეხმარნენ.  

თად მაკფადენი საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი იყო

პირველი შესარჩევი ეტაპის G ჯგუფის მეხუთე მატჩში, რომელიც თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა, ილიას ზუროსმა სასტარტო შემადგენლობაში გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, თად მაკფადენი, მერაბ ბოქოლიშვილი და თორნიკე შენგელია დააყენა.

საქართველოს ნაკრები თავიდანვე მდევრის როლში აღმოჩნდა, პირველი მეოთხედის მიწურულს კი სხვაობამ სტუმრების სასარგებლოდ 7 ქულას მიაღწია (11:18). ზუროსის გუნდში ყველაზე შედეგიანი მაკფადენი იყო 5 ქულით, მოედანზე საუკეთესო კი მსუბუქი ფორვარდი დეიან ტოდოროვიჩი იყო - 9 ქულით.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი ჩვეულად ემოციური იყო

მასპინძლებმა მეორე მეოთხედი კიდევ უფრო ცუდად წარმართეს, რისი მიზეზიც დაცვაში სერბების ძალიან კარგი თამაში იყო. სროლა არ წაუვიდათ მაკფადენს, ბერიშვილსა და ბითაძეს. ამ ათწუთეულში ორი ორქულიანი შენგელიამ მიითვალა, ერთი სამქულიანი კი - ბერიშვილმა. მეორე მეოთხედში ზუროსის გუნდის მონაგარი სულ ეს იყო, ტოდოროვიჩმა კი ტემპს არ უკლო, 13 ქულამდე ავიდა და ტაიმის ბოლოს სხვაობამ უკვე 19 ქულას მიაღწია (18:37). 

დიდი შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა თამაშის საკუთარ თავზე აღება სცადა - ორი სამქულიანი ჩააგდო, რასაც ერთი ორქულიანი და ორი ჯარიმა მიამატა, მაგრამ ამან საერთო სურათი ვერ შეცვალა, ბოლო მეოთხედის წინ სხვაობა 24 ქულა გახდა (36:60).

საქართველოს ნაკრებმა 3-ქულიანი 31-ჯერ ტყორცნა და აქედან მხოლოდ 5 ჩააგდო.

მეოთხე მეოთხედში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, სხვობა კი კიდევ უფრო გაიზარდა... მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, ბოლო მეოთხედში ყველაზე მნიშვნელოვანი კი 17 წლის რატი ანდრონიკაშვილის მოედანზე გასვლა იყო, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში პირველი ქულების მოპოვებაც მოასწრო.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი ტოდოროვიჩი გახდა, რომელმაც ჯამში 24 ქულა ჩაგვიგდო. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, მასპინძელთა შორის 18 ქულით საუკეთესო მაკფადენი გახდა. 13 ქულა და 8 მოხსნაა თორნიკე შენგელიას ანგარიშზე. 4-4 ქულით დაასრულეს მატჩი რატი ანდრონიკაშვილმა, გიორგი შერმადინმა და გიორგი ცინცაძემ... 

საქართველო 50:87 სერბეთი

საქართველო 50:87 სერბეთი

საქართველო 50:87 სერბეთი

საქართველო 50:87 სერბეთი

საქართველო 50:87 სერბეთი

საქართველო 50:87 სერბეთი

საქართველო 50:87 სერბეთი

საქართველო 50:87 სერბეთი

საქართველო 50:87 სერბეთი

საქართველო 50:87 სერბეთი

ქართველი კალათბურთელები ჯგუფში ბოლო, მეექვსე შეხვედრას 2 ივლისს, ისევ თბილისში, ავსტრიასთან ჩაატარებენ, რომელიც დღეს ლიდერ გერმანიასთან სტუმრად თამაშობს.

ილიას ზუროსის გუნდი, მარცხის მიუხედავად, შესარჩევ მეორე ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე მოხვედრის მისი ოცნება კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები