Thumbnail
  • ჟოზე მოურინიოს ყველაზე მეტად ტონი კროოსის შეძენა სურს
  • მანჩესტერ იუნაიტედი გერმანელისთვის შეთავაზებას ამზადებს

ესპანურ, გერმანულ და ინგლისურ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, მანჩესტერ იუნაიტედი გერმანიის ნაკრების ლიდერის, ტონი კროოსის გადაბირებას ცდილობს. როგორ ირკვევა, 28 წლის კროოსი მანკუნიანელთა მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს სასურველი ფეხბურთელების სიაში პირველ ადგილზეა.

ტონი კროოსის გერმანია მუნდიალს გამოეთიშა

პორტუგალიელმა სპეციალისტმა კლუბის შეფ ედ ვუდვორდს სატრანსფერო სურვილები გაუმხილა და პირველ რიგში კროოსის შეძენა მოითხოვა. მოურინიო მიიჩნევს, რომ გერმანელისა და ფრანგი პოლ პოგბას დუეტი მსოფლიოში საუკეთესო იქნება.

ცხადია, ტონი კროოსის ტრანსფერის განხორციელება ადვილი არ იქნება - მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერული გრანდი მზადაა, დიდი ფული გადაიხადოს. ფაქტია, რომ მადრიდის რეალს თავისი ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის გაშვება არ სურს.

ტონი კროოსს რეალთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული. გერმანელი რეალში 2014 წელს გადავიდა - მაშინ მადრიდელებმა მიუნხენის ბაიერნს სულ რაღაც 25 მილიონი ევრო გადაუხადეს. დღეს კროოსის ფასი მინიმუმ 4-ჯერ მეტია.

კომენტარები

ბოლო ამბები