Thumbnail

ნიკა კაჭარავას გოლმა კორონა მარცხისგან იხსნა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • წლის ბოლო მატჩში ნიკა კაჭარავას კორონა პიასტს 1:1 ეთამაშა.
  • ქართველმა ფორვარდმა ამ სეზონში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.

კიელცეს კორონა ალბათ, პოლონურ ექსტრაკლასაში ზედიზედ მესამე მარცხს განიცდიდა, ნიკა კაჭარავა რომ არა. კორონა შინ ერთ-ერთ აუტსაიდერ პიასტთან 0:1-ს აგებდა და ბოლოსწინა წუთი მიმდინარეობდა, როცა ცენტრალურმა მცველმა ბურთი დაუფიქრებლად დაუბრუნა მეკარეს. 

სწორედ აქ იყოჩაღა ქართველმა ცენტრფორვარდმა, ჩაჭრა პასი და იოლი გოლი გაიტანა - 1:1.

21 ტურის შემდეგ კორონას 31 ქულით მე-7 ადგილი უკავია. რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, პოლონეთში 8 საუკეთესო გუნდი აგრძელებს საჩემპიონო ჯგუფში ასპარეზობას. ასე რომ, მთავარი 8 საუკეთესოს შორის მოხვედრაა.

ნიკა კაჭარავამ პოლონეთის ჩემპიონატში მე-12 მატჩში მე-4 გოლი გაიტანა.

მართალია, ეს ბევრი არ არის, მაგრამ გუნდში საუკეთესო შედეგია (კიდევ 2 ფეხბურთელს აქვს 4-4 გოლი გატანილი). 4 გოლის გარდა კაჭარავას ანგარიშზე 3 საგოლე პასია.

ამით კორონასთვის 2017 წელი დასრულდა, ამ ტურის დასრულების შემდეგ პოლონეთის ჩემპიონატში 9 თებერვლამდე შესვენებაა. 

კომენტარები

ბოლო ამბები