Thumbnail
  • ბელგიის ნაკრების ნახევარმცველი დღეს იუბილარია

საკუთარ 27-ე დაბადების დღეს ხუმრობის ხასიათზე შეხვდა ბელგიის ნაკრებისა და მანჩესტერ სიტის ნახევარმცველი - კევინ დე ბრუინი. იუბილარი ინგლისის ნაკრებთან დღევანდელი მატჩის გამო, თანაკლუბელ ინგლისელ ფეხბურთელებს გაეხუმრა.

“ჩემი დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე მოვიპატიჟე თანაგუნდელები მანჩესტერ სიტიდან” - დაწერა კევინმა ტვიტერზე და ტექსტს თან დაურთო ფაბიან დელფის, რაჰიმ სტერლინგის, კაილ უოკერისა და ჯონ სტოუნზის ფოტო. ოთხივე ეს ფეხბურთელი ახლა ინგლისის ნაკრების შემადგენლობაშია და გვიან საღამოს, დე ბრუინს წვეულების ნაცვლად, კალინინგრადის სტადიონზე ნახავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები