Thumbnail

ლუის ჰემილტონმა კრისტინა აგილერასთან დუეტი ჩაწერა

ეკა ელოშვილი პროფილის ფოტო
ეკა ელოშვილი
  • ცნობილი სპორტსმენი დიდი ხანია მუსიკითაა გატაცებული

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა და მერსედესის პილოტმა - ლუის ჰემილტონმა ძალები მუსიკაში მოსინჯა. მისი პირველი ცდა საკმაოდ საინტერესო და წარმატებული აღმოჩნდა.

ავტომრბოლელმა კრისტინა აგილერასთან ერთად დუეტში სიმღერა “Pipe” იმღერა. ჰემილტონმა ვინაობა საგულდაგულოდ დამალა და ფსევდონიმად XNDA შეარჩია. თუმცა, კონსპირაციის მიუხედავად, თაყვანისმცემლებმა სპორტსმენის ხმა იცნეს. სიმღერის აუდიო ვერსია უკვე თითქმის 2 კვირაა გავრცელდა.

ჰემილტონის მუსიკისადმი სიყვარულის შესახებ, ყველამ იცოდა, თუმცა, ეს პირველი შემთხვევაა, როცა სპორტსმენმა კომპოზიცია საკუთარი ხმით ჩაწერა. ადრე, ლუისი კანიე უესტთან და ჯეი ზისთანაც თანამშრომლობდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები