Thumbnail

ტორინო V ნაპოლი: მაურიციო სარი ისევ ტურინელების წინააღმდეგ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სერია A მე-17 ტურის წინ.
  • ტურის ცენტრალური მატჩი: ტორინო V ნაპოლი.
  • როდის დასრულდება ნაპოლის მინი-კრიზისი?

ნაპოლიმ მოუხშირა ტურინულ კლუბებთან თამაშს, ბოლო სამ ტურში მეორედ ხვდება მათ. ამჯერად, მეტოქე ტორინოა.

სწორედ იუვენტუსთან მარცხმა დაუდო სათავე მაურიციო სარის გუნდის მინი-კრიზისს, ნაპოლიმ შინ ფიორენტინას ვერ მოუგო - 0:0. 

გუნდს, რომელსაც ჩემპიონატში 35 გოლი აქვს გატანილი, ბოლო 180 წუთში უგოლო ნაპოლი ძალიან უცნაური სანახავია. 

ამ ტურში, ნაპოლის მსგავსად, ასევე გასვლით თამაშსს ჩაატარებს იუვენტუსი, რომელიც ბოლონიაში ითამაშებს, ლიდერი ინტერი კი შინ უდინეზეს მიიღებს.

ნერი აძური 40 ქულით პირველ ადგილზეა, ნაპოლი მას ერთი ქულით ჩამორჩება. 38 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილის მესამე საფეხურზეა იუვენტუსი. რაც შეეხება ტორინოს, მას 23 ქულა აქვს და მეცხრე ადგილზე იმყოფება.

კომენტარები

ბოლო ამბები