Thumbnail
  • სულ მალე, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირი დაიწყება
  • უიმბლდონზე, ტრადიციულად, ვარსკვლავთცვენა იქნება

დღეს, ლონდონში, უიმბლდონის დაწყებამდე, სპორტსმენი ქალებისა და მამაკაცების ტრადიციული განთესვის პროცედურა გაიმართა.

მამაკაცებში, პირველი ნომერი იქნება შვეიცარიელი როჯერ ფედერერი. მეორეა - რაფაელ ნადალი. მესამე კი, ხორვატი მარინ ჩილიჩი.

ქალებში პირველი რუმინელი სიმონა ჰალეპია. მეორე ნომერი კაროლინ ვოზნიაცკი იქნება. მესამე ნომრად კი, ესპანელი გარბინ მუგურუსა განთესეს.

უიმბლდონზე 24-ე ნომერი იქნება მარია შარაპოვა. სერენა უილიამსი - 25-ე.

ტურნირი 2 ივლისს დაიწყება და 16 ივლისამდე გასტანს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები