Thumbnail

ფორმულა 1-ის პილოტები: დაგვიტოვეთ გოგონები!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ფორმულა 1 გოგონების გარეშე ისევე წარმოუდგენელია, როგორც ბოლიდების ძრავების ხმისა და შამპანურის შხაპის გარეშე, მაგრამ F1-ის შეფები მაინც სერიოზულად ფიქრობენ იმაზე, რომ Grid Girls-ის ფენომენი გააუქმონ.

“ამ თემაზე მართლაც ბევრს ვმსჯელობთ. ძალიან ბევრი ადამიანი გოგონების საკითხს პოზიტიურად უყურებს და მიაჩნია, რომ ეს უდიდესი ტრადიციაა, რომელსაც ბოლო არ უნდა მოეღოს. თუმცა არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომეს უკვე ძალიან მოძველებული ტრადიციაა,” - აცხადებს ტექნიკის შეფი როს ბრაუნი.

რალფ შუმახერი, ქეთი პრაისი და დეიმონდ ჰილი

მსუბუქად ჩაცმული გოგონები ფორმულა 1-ის ეტაპებს 60-იანი წლებიდან ალამაზებენ. ისინი რბოლის წინ, პილოტების სასტარტო პოზიციების წინ დგანან ხოლმე. ყველა დროის ყველაზე ცნობილი Grid Girl ქეთი პრაისი გახლავთ, რომელიც მსოფლიომ 90-იანი წლების ბოლოს გაიცნო. პრაისი ახლა 39 წლისაა.

რას ამბობენ ფორმულა 1-ის პილოტები?

“გოგონები აუცილებლად უნდა დარჩნენ! მათ გარეშე ვერცერთი გრანპრი ვერ წარმომიდგენია!” - აცხადებს რედ ბულის პილოტი მაქს ფერსტაპენი.

“ძალიან სამწუხარო იქნება, თუ Grid Girls-ის ფენომენს გააუქმებენ. არ მესმის, ვის შეიძლება სურდეს გოგონების მოშორება,” - ეს ნიკო ჰიულკენბერგის სიტყვებია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები