Thumbnail
  • მსოფლიო ჩემპიონატზე ეგვიპტემ სამივე მატჩი წააგო
  • ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ნაკრებიდან ექტორ რაულ კუპერი წავიდა

ეგვიპტის პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ეგვიპტის საფეხბურთო ნაკრების არადამაკმაყოფილებელი შედეგების მიზეზთა გამოძიება დაიწყო.

Alarabya.net- ის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში, კომიტეტი შეისწავლის ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელთა ქმედებებს, რომელთა მოქმედებასაც შეიძლებოდა ხელი შეეშალა ფეხბურთელებისთვის - კონცენტრირებულიყვნენ მატჩებზე. ამასთან ერთად, კომიტეტი წინ წამოწევს ნაკრების გროზნოში დაბინავების მიზანშეწონილობის საკითხს. ეს იმ ფონზე, როცა ყველა სათამაშო მოედანი ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქიდან საკმაოდ შორს იყო.

საპარლამენტო კომიტეტი, ასევე, ძალიან უკმაყოფილოა ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, რომ მათ მთელი გუნდი რამზან კადიროვთან შესახვედრად წაიყვანეს, სადაც ქვეყნის მეთაურმა მოჰამედ სალაჰს ჩეჩნეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა.

კომიტეტის გამოძიების შედეგები მოგვიანებით გასაჯაროვდება.  

კომენტარები

ბოლო ამბები