Thumbnail
  • შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელებს ფიფამ ფულადი სანქციები დააკისრა
  • ორივე ფეხბურთელი გოლის აღნიშვნის ფორმის გამო დაისაჯა

შვეიცარიის ნაკრების ალბანური წარმოშობის ფეხბურთელები - გრანიტ ჯაკა და ჯერდან შაჩირი სერიოზულ სანქციებს გადაურჩნენ. საქმე ეხებოდა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში, სერბეთის კარში გატანილი გოლების აღნიშვნას, რა დროსაც, ფეხბურთელებმა ხელებით ალბანეთის დროშაზე დატანილი არწივის ფრთები გამოსახეს.

მას შემდეგ, რაც ფიფამ ფეხბურთელები ფულადი სანქციებით დასაჯა, კოსოვოში სამოქალაქო აქტივისტები დატრიალდნენ და ფულის შეგროვება დაიწყეს, რომ ამ საქმეში მათი წვლილიც ყოფილიყო.

როგორც ცნობილია, 24 საათზე ნაკლებ დროში აქტივისტებმა 14 ათასი დოლარის შეგროვება მოახერხეს. ამ აქციაში მონაწილეობა ალბანეთის ვაჭრობისა და განვითარების მინისტრმაც მიიღო, რომელმაც ფონდში თავისი ერთი თვის ხელფასი გადარიცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები