Thumbnail
  • 27 ივნისი / ყაზანი / 18:00 / ს. კორეა V გერმანია
  • 27 ივნისი / ეკატერინბურგი / მექსიკა V შვედეთი

გერმანიის ნაკრებმა თითქმის გამოუვალი მდგომარეობიდან დაიხსნა თავი, როცა ტონი კროოსმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა შვედეთის ნაკრების კარში. ახლა კი მსოფლიოს ჩემპიონს კორეული ბარიერის დაძლევა მოუწევს, გერმანია ჯერ სულაც არ არის სამშვიდობოს.

ამ ჯგუფში შესაძლოა, ისე ჩაიხლართოს ვითარება, რომ 6-ქულიანი ლიდერი მექსიკა პლეი ოფს მიღმა დარჩეს.

ლიოვის თათბირი ვარჯიშის წინ

რა შემთხვევაში შეიძლება გავიდეს მერვედფინალში კორეის გუნდი? თუ ის გერმანიას 1-ზე მეტი გოლის სხვაობით მოუგებს და შვედეთი დამარცხდება მექსიკის ნაკრებთან. 

რაც შეეხება გერმანიას, ამ გუნდმა ერთი სასწაულებრივი მატჩი უკვე აჩვენა, როცა ათი კაცით, ბოლო წამებზე დაამარცხა შვედეთის ძალიან კარგი გუნდი. "არასოდეს ჩემს კარიერაში არ მქონია, ასეთი მაღალი პულსი, საკუთარი გულის ხმა მესმოდა", - აღიარა მატჩის შემდეგ იოახიმ ლიოვმა. გერმანიმ უნდა დაამარცხოს სამხრეთ კორეის ნაკრები, ან ფრედ ითამაშოს, მაგრამ მეორე თამაშში შვედეთმა არ უნდა მოიგოს. 

ლიოვის ფორმულა, რომელმაც გაამართლა - ვერნერი ფლანგზე, გომესი წინ

ტიმო ვერნერი

ლიოვი ტიმო ვერნერს ისევ ფლანგზე დატოვებს და შეცვლაზე შესულ მარიო გომესს სასტარტოში დააწინაურებს. ფაქტია, ამ ჩანაფიქრმა გაამართლა.

აი, რას ამბობს ამაზე თავად ვერნერი: "მე ფორვარდი ვარ და თავს კარგად სწორედ შეტევაში ვგრძნობ. მაგრამ ისეთი გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც დაცვიდან გვეთამაშებიან, იქნებ, კარგიც იყოს ჩემი ფლანგზე გადასვლა და იქიდან უფრო დავეხმარები გუნდს".

გერმანიას არ ეყოლება სებასტიან რუდი, რომელმაც ცხვირი გაიტეხა შვედეთთან დაპირისპირებაში. არ იქნება არც ამ მატჩში გაძევებული ჟერომ ბოატენგი, ის დისკვალიფიცირებულია. 

აზიელებს არ ეყოლებათ ტრავმირებული სუნ-იონ კი, 29 წლის ფეხბურთელს ბარძაყის კუნთი აწუხებს. შეგახსენებთ, რომ კი იაპონიის ნაკრების კაპიტანია, "სუონსის" ნახევარმცველი "ლურჯი სამურაებისთვის" დიდი დანაკლისია.

მექსიკას ქულა უნდა

ჩიჩარიტო და ოსორიო პრესკონფერენციაზე

მექსიკის ნაკრებს ფრეც კი ჰყოფნის ჯგუფის მოსაგებად. გუნდში განსაკუთრებულ ყურადღებას ირვინ ლოსანო იქცევს, რომლის ანგარიშზე თითო გოლი და საგოლე პასია. შვედეთს გერმანიასთან დრამატული მატჩის შემდეგ, ბოლო ტურში გერმანიაზე უკეთ თამაში მართებს.

საინტერესო ფაქტები

► გერმანიის ნაკრები ცუდ ფორმაშია - ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო (3 ფრე, 3 წაგება). 

► კიდევ უფრო უარეს ფორმაშია სამხრეთ კორეის ნაკრები - ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო (1 ფრე, 6 წაგება).

► გერმანია და სამხრეთ კორეა მუნდიალებზე აქამდე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ორჯერვე გერმანიის ნაკრებმა მოიგო.

► ბოლო 7 მატჩია, რაც გერმანელებს კარი მშრალად ვერ შეუნახიათ. 

► მსოფლიოს თასზე (საკვალიფიკაციოს ჩათვლით) გერმანიამ ბოლო 12 მატჩიდან 11 მოიგო.

► კორეელთა ერთადერთი გოლის ავტორი მუნდიალზე ჰეუნ-მინ სონია. ეს მისი 22-ე გოლი იყო ეროვნულ გუნდში. 


► შვედეთი და მექსიკა ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ. ევროპელებმა 2-ჯერ მოიგეს, 1 მატჩი ფრედ დასრულდა, ერთიც მექსიკელებმა მოიგეს.

► აქედან მხოლოდ ერთი დაპირისპირება იყო მუნდიალზე - 1958 წელს შვედეთმა მექსიკას 3:0 მოუგო, ეს იყო ჯგუფურ ეტაპზე.

► შვედეთის ნაკრებმა ბოლო 10 მატჩიდან 6-ში გოლი არ გაუშვა.

► მექსიკის ნაკრებმა ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 2 დათმო (6 გამარჯვება).

ს. კორეა-გერმანია

სავარაუდო შემადგენლობები

სამხ. კორეა (4-2-3-1): ჰიუნ-ვოო ჩო - იონ ლი, ჰიუნ-სოო იანი, იუნ-გვონ კიმი, მინ-ვოო კიმი - სუნ-იუენ კი, სე-იონ იუ - სეონ-მინ მოონი, ჯაე-სუნ ლი, ჰეე-ჩან ჰვანგი - ჰეუნ-მინ სონი  

გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - კიმიხი, ჰუმელსი, რიუდიგერი, ჰექტორი - გიუნდოგანი, კროოსი - მიულერი, როისი, ვერნერი - გომესი 

მსაჯი: მ. გაიგერი (აშშ)

მექსიკა-შვედეთი

მექსიკა (4-2-3-1): ოჩოა - ალვარესი, სალსედო, მორენო, გალიარდო - ერერა, გუარდადო - ლაიუნი, ველა, ლოსანო - ხ. ერნანდესი 

შვედეთი (4-4-2): ოლსენი - ლუსტიგი, ლინდელიოფი, გრანკვისტი,აუგუსტინსონი - კლაესონი, ლარსონი, ეკდალი, ფორსბერგი - ტოივონენი, ბერგი 

მსაჯი: ნ. პიტანა (არგენტინა)

კომენტარები

ბოლო ამბები