Thumbnail

უიმბლდონის მამაკაცთა ფინალს მუნდიალის ფინალის გამო არ გადაიტანენ

ეკა ელოშვილი პროფილის ფოტო
ეკა ელოშვილი
  • ორგანიზატორებმა გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღეს

იმის გამო, რომ შესაძლოა, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალს დაემთხვას, უიმბლდონის ორგანიზატორები ტურნირის მამაკაცთა ფინალს არ გადაიტანენ.

ტრადიციულად, ინგლისში, მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩების ყურების რეიტინგი, განსაკუთრებით კი, გადამწყვეტი თამაშების, უიმბლდონისაზე დიდია. ეს მამაკაცთა ფინალსაც ეხება. მიუხედავად ამისა, უიმბლდონის კალენდარში ცვლილებები არ იქნება. ამის შესახებ განცხადება ტურნირის დირექტორმა - რიჩარდ ლიუისმა გააკეთა.

“ამ საკითხს 25 წამზე დიდხანს არ განვიხილავდით. უბრალოდ, ერთმანეთს ვუთხარით - ჩვენი ფინალი დღის 2 საათზე იწყება და არ არის გამორიცხული, 4 საათისთვის უკვე დასრულდეს. ეს ჩვენი ტრადიციაა და მოდი, არ შევცვალოთ.

სხვანაირად თუ მოვიქცევით, მერე სხვანაირად ფიქრს დავიწყებთ - კიდევ რის გამო შეიძლება რომ ფინალი გადავიტანოთ? იქნებ, მძლეოსნობის გამო? ან იქნებ სხვა მიზეზი გამოჩნდეს?!” - განაცხადა “ტაიმსთან” ინტერვიუში ლიუისმა.  

 

კომენტარები

ბოლო ამბები