Thumbnail

სპორტინგში ერთი კვირის წინ დანიშნული სინიშა მიხაილოვიჩი გაათავისუფლეს

  • სერბმა მწვრთნელმა ახალ კლუბში სულ 8 დღე იმუშავა
  • მიხაილოვიჩის კონტრაქტი 3-წლიანი იყო

ლისაბონის სპორტინგის მთავარი მწვრთნელი, სერბი სინიშა მიხაილოვიჩი 8-დღიანი მუშაობის შემდეგ, კლუბიდან მიდის. არ გვეშლება, არა 8-თვიანი ან 8-წლიანი, არამედ სულ რაღაც 8-დღიანი მუშაობის შემდეგ.

ეს პორტუგალიური ცირკი სპორტინგის ახალმა ხელმძღვანელობამ მოაწყო. მიხაილოვიჩი კი, კლუბში სამუშაოდ ძველმა პრეზიდენტმა - ბრუნუ დე კარვალიუმ მოიწვია, რომელმაც, ასევე, ახლა დატოვა პოსტი.

კლუბის ახალმა ხელმძღვანელებმა, სერბი ისე გაისტუმრეს სახლში, რომ ცენტიც არ გადაუხდიათ. მწვრთნელის კონტრაქტში იყო ერთი ასეთი პუნქტი, რომლის მიხედვითაც, კლუბს მწვრთნელის გათავისუფლება 15-დღიან ვადაში შეეძლო.  

 

კომენტარები

ბოლო ამბები