Thumbnail
  • მსოფლიო ჩემპიონატის რეკორდსმენს კარიერის დასრულება არ უნდა

საუდის არაბეთისა და ეგვიპტის ნაკრების შეხვედრის უდაო ცენტრალური ფიგურა “ფარაონების” 45 წლის გოლკიპერი - ესამ ელ-ჰადარი იყო. ვეტერანმა ეგვიპტელმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა მოიგერია და მუნდიალის ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე გახდა.

ელ-ჰადარი ეგვიპტეში საკმაოდ კოლორიტული ფიგურაა. მას საინტერესო კარიერა ჰქონდა. ეროვნული ნაკრების რიგებში ელ-ჰადარს 159 მატჩი აქვს ჩატარებული. თუმცა, როგორც ჩანს, ამაზე შეჩერებას არ აპირებს.

“2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა ჩემი კარიერის მთავარი მიზანი არ ყოფილა. სერიოზულად ვგეგმავ 2022 წლის მუნდიალზე გამგზავრებასა და თამაშს” - განაცხადა კიპერმა. 2022 წელს, ელ-ჰადარი 49 წლის იქნება და მისი ნათქვამი ბევრმა ალბათ ხუმრობად მიიღო, თუმცა, გამორიცხული არაფერია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები