Thumbnail
  • ექიმებმა ყოფილი მწვრთნელის გადარჩენა ვერ შეძლეს
  • ეგვიპტის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა შეხვედრა წააგო

ეგვიპტელი ყოფილი მეკარე და მწვრთნელი - აბდელ რაჰიმ მოჰამედ ნეგმი, რომელიც Nile Sport Channel-ზე საფეხბურთო ანალიტიკოსად მუშაობდა, საუდის არაბეთთან ეგვიპტის ნაკრების მატჩის შემდეგ, გულის შეტევით გარდაიცვალა.

როგორც ჩანს, არაბთა მიერ მატჩის დამატებულ წუთებზე გატანილი გოლი საბედისწერო აღმოჩნდა, რადგან აბდელ რაჰიმმა თავი ცუდად სწორედ ამის შემდეგ იგრძნო. თვითმხილველების თქმით, კომენტატორმა მატჩის 95-ე წუთზე დახმარება ითხოვა. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს ჰოსპიტალში, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

აბდელ რაჰიმ მოჰამედი, თავის დროზე, ეგვიპტურ ზამალეკს წვრთნიდა, რომელიც ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კლუბია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები