Thumbnail

U18 საქართველოს ნაკრებმა ბელარუსი დაამარცხა I მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • U18 საქართველო 75:65 U18 ბელარუსი
  • წინ კიდევ 3 ამხანაგური მატჩია

საქართველოს 18-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. ბუბა ბერიშვილის სახით, გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც წინა წიკლში 16-წლამდელთა ნაკრებს წვრთნიდა და გუნდი ბ-დან ა დივიზიონში გადაიყვანა.

ბერიშვილი გუნდს ბ დივიზიონის მატჩებისთვის ამზადებს, რომლებიც 27 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გაიმართება.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბელგიასთან, უნგრეთთან, ესტონეთთან, ავსტრიასთან და აზერბაიჯანთან იასპარეზებს

ჯგუფიდან 2 საუკეთესო გუნდი პლეი ოფში მოხვდება და გააგრძელებს ა დივიზიონის საგზურისთვის ბრძოლას. ბ დივიზიონის 24 გუნდიდან ელიტის საგზური მხოლოდ 3 საუკეთესო გუნდს ერგება.

აღნიშნული ტურნირისთვის მზადების ფარგლებში, საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩი გამართა და თბილისში ბელარუსი 75:65 დაამარცხა. ბუბა ბერიშვილმა 18 მოთამაშეს მისცა თავის გამოჩენის საშუალება.

საქართველოს ნაკრები 28 ივნისს ბელარუსს კიდევ ერთხელ შეხვდება, ხოლო 29 და 30 ივნისს უკრაინას დაუპირისპირდება.

U18 საქართველო 75:65 U18 ბელარუსი

 

კომენტარები

ბოლო ამბები