Thumbnail
  • პერუელთა ათიანი დაშავდა და ვეღარ ითამაშებს
  • პერუს ნაკრები ავსტრალიასთან მატჩით მუნდიალს ემშვიდობება

პერუს ნაკრებისა და მოსკოვის ლოკომოტივის თავდასხმელისთვის - ჯეფერსონ ფარფანისთვის მსოფლიო ჩემპიონატი დამთავრდა. ფეხბურთელი ხვალ ავსტრალიასთან მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ორი დღის წინ, ვარჯიშის დროს, ფარფანი მოედანზე პარტნიორს შეასკდა და ისე დაშავდა, რომ მისი ჰოსპიტალში გადაყვანა გახდა საჭირო. თავდამსხმელმა თავის სერიოზული დაზიანება მიიღო.

პერუს ნაკრებმა მუნდიალზე ჯგუფური ეტაპის ორივე მატჩი წააგო და ხვალ, ავსტრალიასთან შეხვედრა მათთვის მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები