Thumbnail
  • CNN-ის ინფორმაციით, სალაჰი კადიროვის გამო ნაკრების დატოვებას აპირებდა
  • მო უკმაყოფილოა, რომ მის სახელს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ
  • ეგვიპტის ფეხბურთის ასოციაცია ამბობს, რომ მედია ძალიან აჭარბებს

ეგვიპტის ფეხბურთის ასოციაციის წარმომადგენელმა - ესამ აბდელ ფათამ სასტიკად უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათი ნაკრების ლიდერი - მოჰამედ სალაჰი რამზან კადიროვის გამო ნაკრების ან მსოფლიო ჩემპიონატის დატოვებას აპირებს.

“ეს არის დიდი ტყუილი. სხვას ვერაფერს დავარქმევთ. სალაჰი საწვრთნელ ბაზაზეა და თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობს. საუდის არაბეთთანაც ითამაშებს. არაფერი ამდაგვარი მას ნაკრების ხელმძღვანელობისთვის არ უცნობებია.

არ ვიცი, საიდან მოიტანა CNN-მა ეს ინფორმაცია. სჯობს, ოფიციალურ ინფორმაციებს დაეყრდნონ; მაგალითად, რაც მის ტვიტერზე იწერება” - განაცხადა ასოციაციის წარმომადგენელმა.

დღეს, ეგვიპტის ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ბოლო მატჩს საუდის არაბეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. მო სალაჰს კი, მიმდინარე მუნდიალზე ერთი მატჩი აქვს ნათამაშები და ერთი გოლი გატანილი. 

კომენტარები

ბოლო ამბები