Thumbnail

ლესბოსელი მორაგბე წყვილის კოცნამ ფანები გააბრაზა

ეკა ელოშვილი პროფილის ფოტო
ეკა ელოშვილი
  • პრობლემა ის იყო, რომ ქალები მოწინააღმდეგე გუნდებში თამაშობენ
  • რაგბის ნაციონალურმა ლიგამ წყვილს მხარდაჭერა გამოუცხადა

ავსტრალიის ქალთა რაგბის ნაციონალური ლიგის ბოლო თამაშმა გულშემატკივრებს შორის დიდი კამათი გამოიწვია. თუმცა, საქმე იმაშია, რომ ეს უშუალოდ თამაშს არ ეხება. მატჩის დასრულების შემდეგ, ორმა მორაგბე ქალმა ერთმანეთს მოედანზე აკოცა.

ავსტრალიური საზოგადოება საკმაოდ ტოლერანტულია და მორაგბეების ჩაქოლვაც არავის დაუპირებია, თუმცა, ალბათ იკითხავთ, რამ გააღიზიანა ასე გულშემატკივრები. კარინა ბრაუნი და ვანესა ფოლიაკი ღიად ლესბოსელი წყვილია და 2014 წლიდან ერთად არიან. პრობლემა ისაა, რომ ისინი სხვადასხვა გუნდებში თამაშობენ.

ავტრალიის რაგბის ნაციონალურ ლიგაში კარინასა და ვანესას გუნდები - ნიუ საუს უელს ბლიუსი და კუინსლენდ მარუნსი ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული არიან და განსაკუთრებული, ტრადიციული მტრობა აკავშირებთ. შესაბამისად, გოგონებმა საკოცნელად მთლად კარგი დრო და ადგილი ვერ გამონახეს.

რაგბის ნაციონალური ლიგის ფეისბუკ გვერდზე წყვილის კოცნის ამსახველი ფოტოს განთავსებამ, ორივე გუნდის გულშემატკივართა უკმაყოფილება გამოიწვია. კრიტიკოსები წერდნენ, რომ ასეთი ფოტოები რაგბის მიმართ ქალების სიყვარულს გაანელებს. ამაზე, ნაციონალურმა ლიგამ უპასუხა:

“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 2018-ში. მოუთმენლად ველით, როდის შემოგვიერთდებით!”

ამასთან ერთად, ნაციონალურ ლიგას მოუწია უარეყო კიდევ ერთი ბრალდება, რომ თითქოს, ორი ქალის კოცნის ფოტოს გამოქვეყნებით, ლიგა თამაშის სექსუალიზებას ახდენს. მტრად გადაკიდებული კლუბებისგან განსხვავებით, სანაკრებო დონეზე, კარინა და ვანესა ერთად იცავენ ავსტრალიის ნაკრების ღირსებას.

თავად შეხვედრას რაც შეეხება, იგი ბლიუსმა მოიგო, გადამწყვეტი კი იზაბელ კერის ლელო გამოდგა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები