Thumbnail

დუგლას კოშტა იძულებით დაისვენებს - ბრაზილიელის ტრავმა

  • ექიმების ვარაუდით, კოშტა გუნდს დიდი ხნით გამოაკლდება

ბრაზილიის ნაკრებისა და ტურინის იუვენტუსის ნახევარმცველს - დუგლას კოშტას, შესაძლოა, 15-20 დღით იძულებითი დასვენება მოუწიოს.

ამის მიზეზი ბრაზილიელის ტრავმაა. მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში, სადაც ბრაზილიამ კოსტარიკა 2:0 დაამარცხა, კოშტამ მარჯვენა ბარძაყის კუნთი დაიზიანა. თავდაპირველად, ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ფეხბურთელი მხოლოდ სერბეთთან, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას გამოტოვებდა, თუმცა, საქმე იმაზე სერიოზულად ყოფილა, ვიდრე ეს თავიდან ჩანდა და კოშტა, შესაძლოა, გუნდს ნახევარფინალამდეც ვერ დაუბრუნდეს.  

კომენტარები

ბოლო ამბები