Thumbnail

რეიტინგი კვლავ შეიცვალა - ნადალმა ფედერერი ჩაანაცვლა

  • შვეიცარიელმა ჰალეს ტურნირზე ტიტულის დაცვა ვერ შეძლო

ATP- ს განახლებულ რეიტინგში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, რაფაელ ნადალმა შვეიცარიელი როჯერ ფედერერი ჩაანაცვლა და კვლავ მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდა. მეხუთე პოზიციაზე აინაცვლა ხორვატმა მარინ ჩილიჩმა, რომელმაც გუშინ, ლონდონის ტურნირის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუგო. ფედერერმა კი, ჰალეს ტურნირზე ტიტულის დაცვა ვერ შეძლო. რეიტინგის ყოფილი პირველი ნომერი, ფინალში ხორვატ ბორნა ჩორიჩთან დამარცხდა.

ATP- ს რეიტინგის განახლებული ათეული ასე გამოიყურება:

1 - რაფაელ ნადალი (ესპანეთი)

2 - როჯერ ფედერერი (შვეიცარია)

3 - ალექსანდრ ზვერევი (გერმანია)

4 - ხუან-მარტინ დელ პოტრო (არგენტინა)

5 - მარინ ჩილიჩი (ხორვატია)

6 - გრიგორი დიმიტროვი (ბულგარეთი)

7 - დომინიკ ტიმი (ავსტრია)

8 - კევინ ანდერსონი (სამხ.აფრიკა)

9 - დავიდ გოფენი (ბელგია)

10 - ჯონ ისნერი (აშშ)  

 

კომენტარები

ბოლო ამბები