Thumbnail
  • პოლონეთი 0:3 კოლუმბია
  • 1:0 მინა (40), 2:0 ფალკაო (70), 3:0 კუადრადო (75)
  • პოლონეთის ნაკრები ჯგუფში ჩარჩა...

რუსეთის მუნდიალის მეორე მატჩი, რობერტ ლევანდოვსკის პოლონეთმა, რადამელ ფალკაოს და ხამეს როდრიგესის კოლუმბიასთან ჩაატარა. აღმოსალვეთ ევროპელები, სამხრეთ ამერიკელებთან - 2:0 დამარცხდნენ და მუნდიალს დაემშვიდობნენ.

შეხვედრაში პირველი გოლი, უხასიათო და უმოტივაციო პოლონეთს - ბარსელონას ცენტრალურმა მცველმა - იერი მინამ თავით გაუტანა.

40’ – 1:0 მინა

მეორე ტაიმში, პოლონელები გააქტიურდნენ. რამდენიმე მომენტიც შექმნეს, თუმცა გოლის გატანა ვერ მოხერხდა, ყველაზე კარგი ეპოზოდი რობერტ ლევანდოვსკის ჰქონდა, როდესაც ბაიერნის ფორვარდმა სიღრმიდან გაკეთებული გრძელი გადაცემა საჯარიმოში დაამუშავა, დაარტყა, მაგრამ ოსპინამ მოიგერია.

58’ - ლევანდოვკის ეპიზოდი

ლევანდოვკის ეპოზოდის შემდეგ, პოლონეთმა შეტევა გააძლიერა, თუმცა 70’ წუთზე კინტერომ შესანიშნავი პასით პოლონეთის დაცვის ხაზი გაჭრა და რადამელ ფალკაო, შესნისთან ერთი-ერთზე გაიყვანა, მონაკოს ფორვარდმა ნაკრებში თავისი 31-ე გოლი გაიტანა.

70’ – 2:0 ფალკაო

ფალკაოს გოლის შემდეგ, პოლონელების ინერტული ნახევარდაცვა, კიდევ უფრო ინერტული გახდა. 75’ წუთზე, ხამეს როდრიგესმა მიმდინარე მუნდიალზე ერთ-ერთი საუკეთესო პასი გააკეთა, კუადრადო ერთი-ერთზე დარჩა და იუვენტუსელმა, საკუთარ გუნდელ შესნის მარჯვენა კუთხეში გაუტანა.

75’ – 3:0 კუადრადო

მატჩი ამ ანგარიშით დასრულდა, პოლონეთი ჯგუფში ჩარჩა, ხოლო კოლუმბიელები, საკუთარ ბედს 28 ივნისს სამარაში - სენეგალთან მატჩში გაარკვევენ.

საინტერესო ფაქტები

► ხამეს როდრიგესს, მუნდიალებზე ჩატარებულ ბოლო 7 მატჩში (2014, 2018), 10 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული - 6 გოლი, 4 საგოლე გადაცემა - არავის ასეთი შედეგი არ აქვს.

► პოლონეთი პირველი ევროპული ნაკრებია, რომელიც რუსეთის მუნდიალს დაემშვიდობა...

► დღეს, მსოფლიოზე 14 გოლი გავიდა, 3 მატჩიანი სათმაშო დღის მიხედვით, 1990 წლის შემდეგ ამდენი არასოდეს გაუტანიათ.

მატჩის გმირი: ხამეს როდრიგესი (კოლუბია)

ბაიერნის ნახევარმცველმა დღეს 2 საგოლე გადაცემა შეასრულა და მეტწილად, მისმა შესანიშნავმა თამაშმა განსაზღვრა მატჩის ბედი. ხამესს, ბოლო ორი მუნდიალის მანძილზე - 10 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული, ასეთი შედეგი არცერთ სხვა მოთამაშეს არ აქვს.

იმედგაცრუება: იან ბედნარეკი (პოლონეთი)

პოლონელების ცენტრალურ მცველს, ლევანდოვკის გარდა, მისი ნებისმიერი თანაგუნდელი შეგვიძლია ამოვუყენოთ გვერდით, მაგრამ მაინც... სამივე გოლი დაცვის ცენტრის ზონიდან გავიდა და ამ ზონების კონტროლზე, სწორედ საუთჰემპტონის 22 წლის მცველს უნდა ეზრუნა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები