Thumbnail

ბრაზილიელი განგსტერი მუნდიალზე | იცოდა, რომ დაიჭერდნენ, მაგრამ მაინც მივიდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბრაზილია-კოსტა რიკის მატჩის შემდეგ სტადიონზე ბრაზილიელი კრიმინალი დააკავეს
  • 31 წლის როდრიგო ვისენტინი დინარდის 50 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

31 წლის ბრაზილიელ განგსტერს როდრიგო ვისენტინი დინარდის, რომელსაც ათეულობით შეიარაღებულ ძარცვაში მონაწილეობა ედება ბრალად, ისე უყვარს ფეხბურთი, რომ სამშობლოდან ლონდონის გავლით რუსეთში, მსოფლიოს ჩემპიონატზე დასასწრებად ჩავიდა. კრიმინალმა სამართალდაცველთა თვალის ასახვევად იტალიის მოქალაქე დინარდი როდრიგოს ყალბი პასპორტი გამოიყენა.

საშიში კრიმინალი ვერც მაისურით შეინიღბა და ვერც ყალბი პასპორტით

"სანკტ პეტერბურგ არენაზე" განგსტერის ყოფნის შესახებ ინტერპოლის სამსახურმა ბრაზილია-კოსტა რიკის თამაშის დაწყებიდან ნახევარი საათის შემდეგ შეიტყო. სამართალდამცველებმა დინარდის თამაშის ბოლომდე ყურება დააცადეს, საფინალო სასტვენის შემდეგ კი დააკავეს.

კადრი ოპერატიული მასალიდან, სადაც როდრიგოა ასახული

როდრიგოს ბრაზილიაში ექსტრადირებამდე რამდენიმე თვის გატარება პეტროგრადის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოიწევს, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი 50 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, - იუწყება fontanka.ru.

ბრაზილიის ნაკრებმა E ჯგუფის მეორე მატჩში კოსტა რიკას 2:0 მოუგო და ჯგუფს 4 ქულით ლიდერობს.

კომენტარები

ბოლო ამბები