Thumbnail

1. ELIGA | ლევან ყენია მოედანზე დაბრუნდა

თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი წარმომადგენელი მოედანს დაუბრუნდა! ლევან ყენია მოედანზე ოფიციალური მატჩის სათამაშოდ 21 თვიანი (!) პაუზის შემდეგ გავიდა. ეროვნული ლიგის მე-16 ტური ლოკომოტივმა ფოთის კოლხეთს 2:1 მიხეილ მესხის სათადარიგოზე მოუგო. ყენიამ მოედანზე მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებული წუთები გაატარა, მან დავით ჯიქია შეცვალა. ლევანმა ბოლო ოფიციალური თამაში 2016 წლის აგვისტოში, ევროპალიგაზე, პრაღის სლავიას მაისურით ჩაატარა. თბილისის ლოკომოტივში ყენო 10 წლიანი პაუზის შემდეგ, გასული წლის მაისში დაბრუნდა და აქამდე სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა. ვრცლად

📷 | FC Locomotive Tbilisi

2. კალათბურთი | ზუროსმა ჩეხეთთან ტესტები შეაფასა

საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება. გუნდმა ჩეხეთში, ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ ორი მატჩი ჩაატარა. პირველი შეხვედრა ნაკრებმა 71:57 დათმო, არასტანდარტული იყო პრაღაში გამართული მეორე თამაში. პირველი ტაიმისა და მესამე პერიოდის შემდეგ ანგარიში განულდა. ნაკრების ბერძენი მთავარი მწვრთნელი შეეცადა ყველა ახალწვეული გამოეცადა, შეხვედრის დასრულების შემდეგ მან მატჩები შეაჯამა. ილიას ზუროსმა ახალი გუნდის შენების პროცესზე ისაუბრა და ქომაგს ოფიციალურ შეხვედრებზე სპორტის სასახლის შევსებისკენ მოუწოდა. ვრცლად

3. რაგბი | ისტორიაში მეორე მარცხი ქულის გარეშე

მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის ტესტ-მატჩების ბოლო შეხვედრა იაპონიის წინააღმდეგ გამართა. ბორჯღალოსნებმა იაპონიასთან შეხვედრამდე, ტონგას მოუგეს და ფიჯისთან დამარცხდნენ. მილტონ ჰეიგი მატჩამდე აცხადებდა, რომ ტურნეს მოგებით დასრულება სურდა. საბოლოოდ მოვლენები სულ სხვა სცენარით განვითარდა, იაპონია უპირატესობას ფლობდა და ეს 28 ქულიან ჰანდიკაპშიც ასახა, საქართველოს ნაკრები 28:0 დამარცხდა. ბორჯღალოსნებმა უქულოდ ისტორიაში მეორედ წააგეს, პირველად ეს 1998 წელს დუბლინში მოხდა, ირლანდიამ საქართველოს 70:0 მოუგო. ვრცლად

📷 | Georgian Rugby

4. კრივი | ჯოზეფ პარკერი V დილიან უაითი

28 ვილისს, ლონდონის O2 არენაზე, მსოფლიოს რანგით მეშვიდე მძიმეწონოსანი - დილიან უაითი და რანგით მესამე - ჯოზეფ პარკერი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ორივე მებრძოლს, ენტონი ჯოშუასთან ნაჩხუბარი აქვს. უაითმა მეექვსე რაუნდში ნოკაუტით წააგო, თუმცა ბრიქსტონელი მებრძოლი ცნობილია იმით, რომ თანამემამულე ენტონი ჯოშუა მოყვარულებში ჰყავს დამარცხებული. წარმოშობით სამოელმა, ახალმა ზელანდიელმა - ჯოზეფ პარკერმა, ენტონი ჯოშუასთან მარტში იჩხუბა და ბრძოლა ქულებით წააგო - ეს იყო ჯოშუას პროფესიულ კარიერაში პირველი ბრძოლა, სადაც მან 12 რაუნდი იჩხუბა და გამარჯვება ქულებით მოიპოვა. ვრცლად

5. ფეხბურთი | ტურინის იუვენტუსის ახალი კაპიტანი

...რობერტო ბაჯო, ჯანლუკა ვიალი, ანტონიო კონტე, ალესანდრო დელ პიერო, ჯანლუიჯი ბუფონი - გარდა იმისა, რომ იტალიელები არიან, ამ ბრწყინვალე ფეხბურთელებს კიდევ ერთი რამ აერთიანებთ - ბოლო 26 წლის განმავლობაში სწორედ ისინი იყვნენ ტურინის იუვენტუსის კაპიტნები. 40 წლის ბუფონმა ტურინული გრანდი დატოვა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ახალი სეზონიდან იუვეს ახალი კაპიტანი ეყოლებოდა. და აი, იუვენტუსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის ახალი კაპიტანი 33 წლის მცველი ჯორჯო კიელინი იქნება! ვრცლად

 

კომენტარები

ბოლო ამბები