Thumbnail
  • ტურინის იუვენტუსის ახალი კაპიტანი ჯორჯო კიელინია
  • გამოცდილმა მცველმა ჯიჯი ბუფონის სტატუსი გადაიბარა

...რობერტო ბაჯო, ჯანლუკა ვიალი, ანტონიო კონტე, ალესანდრო დელ პიერო, ჯანლუიჯი ბუფონი - გარდა იმისა, რომ იტალიელები არიან, ამ ბრწყინვალე ფეხბურთელებს კიდევ ერთი რამ აერთიანებთ - ბოლო 26 წლის განმავლობაში სწორედ ისინი იყვნენ ტურინის იუვენტუსის კაპიტნები.

40 წლის ბუფონმა ტურინული გრანდი დატოვა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ახალი სეზონიდან იუვეს ახალი კაპიტანი ეყოლებოდა. და აი, იუვენტუსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის ახალი კაპიტანი 33 წლის მცველი ჯორჯო კიელინი იქნება!

ჯანლუიჯი ბუფონი და ჯორჯო კიელინი

კიელინი იუვეში 2005 წლიდან თამაშობს და 358 მატჩი აქვს ჩატარებული (25 გოლი). ცნობილი სკანდალის, “კალჩოპოლის” დროს ჯორჯომ იუვენტუსს უერთგულა და სერია B-ში ჩაჰყვა. კიელინი იუვეს გულშემატკივრების ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელია.

Giorgio Chiellini - Juventus' captain next season ✊🏼⚪⚫

Posted by Italian Football TV on კვირა, 24 ივნისი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები