Thumbnail
  • საფრანგეთის ნაკრების 27 წლის თავდამსხმელმა 19 წლის თანაგუნდელი დაახასიათა
  • რა შემთხვევაში გახდება კილიან მბაპე ნამდვილი ვარსკვლავი  

საფრანგეთის ნაკრების 27 წლის თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა ახალგაზრდა თანაგუნდელზე კილიან მბაპეზე მოსაზრება გამოთქვა.

"ახდენს თუ არა მბაპე ჩემზე შთაბეჭდილებას? არა, რადგან მას ყოველდღე ვხედავ. მაგრამ ის, რასაც კილიანი 19 წლის ასაკში აკეთებს, საოცარია. ჩვენ უნდა დაეხმაროთ მას, რომ სწორი გზიდან არ გადაუხვიოს და პროგრესირება გააგრძელოს.

ჩემი აზრით, მას ჯერ კიდევ არ აქვს განვითარებული "მკვლელის ინსტინქტი". თუკი განავითებს, კილიანი ნამდვილი ვარსკვლავი გახდება", - აქვეყნებს გრიზმანის ნათქვამს Le Figaro.

საფრანგეთის ნაკრებმა C ჯფუში ავსტრალია (2:1) და პერუ (1:0) დაამარცხა, ბოლო მატჩს კი დანიასთან გამართავს.

ფრანგებმა კილიან მბაპეს გოლით მუნდიალზე პერუს მოუგეს. 19 წლის ფეხბურთელს ეროვნულ გუნდში ჯამში 5 გოლი აქვს გატანილი.

ანტუან გრიზმანმა გოლის გატანა ავსტრალიასთან შეხვედრაში მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები