Thumbnail

კადიროვმა ეგვიპტელებს საზეიმო ვახშამი მოუწყო და სალაჰი დააჯილდოვა

  • რამზანმა სალაჰს ჩეჩნეთის საპატიო მოქალაქის ტიტული უბოძა

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა - რამზან კადიროვმა, ეგვიპტის ნაკრების საპატივცემულოდ, საზეიმო ვახშამი გამართა. ამავე საღამოს, კადიროვმა მოჰამედ სალაჰს საჩუქრად ადგილობრივი საფხბურთო კლუბის - ახმატის მაისური გადასცა და ეგვიპტელი თავდამსხმელი ჩეჩნეთის საპატიო მოქალაქედ დაასახელა.

ამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია კადიროვმა რუსულ სოციალურ ქსელში - ვკონტაკტე - საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. რამზანის გვერდზე ატვირთულია ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ჩანს თუ როგორ აჯილდოვებს ის ფეხბურთელს და როგორ ართობენ სტუმრებს ადგილობრივი მომღერლები და მოცეკვავეები.

 

კომენტარები

ბოლო ამბები