Thumbnail
  • ინგლისმა პანამა დიდი ანგარიშით დაამარცხა
  • ჰარი კეინის ჰეთ-თრიკი და ლინგარდის ლამაზი გოლი

ინგლისის ნაკრებმა, რუსეთის მუნდიალზე მეორე მატჩი პანამის წინააღმდეგ ჩაატარა და კონკაკაფელი მეტოქე დიდი ანგარიშით - 6:1 გაანადგურა.

შეხვედრა ინგლისელთა უპირატესობით დაიწყო და მალევე, მანჩესტერ სიტის ცენტრალურმა მცველმა - ჯონ სტოუნსმა კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს სწორ პოზიციაზე დახვდა და ანგარიში გახნსა 1:0.

8’ – 1:0 სტოუნსი

21 წუთზე, პანამელთა საჯარიმოში შეჭრილი ლინგარდი მცველებმა წააქციეს, მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ჰარი კეინმა გაიტანა. ეს იყო პირველი შემთხვევა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ (დევიდ ბექემი არგენტინის წინააღმდეგ), როცა ინგლისელმა მუნდიალზე პენალტი გაიტანა.

21’ – 2:0 კეინი (პენ)

გარეტ საუთგეიტის გუნდი ორი გატანილი გოლის შემდეგ, პანამას კიდევ მიაწვა და მანჩესტერ იუნაიტედის 25 წლის შემტევმა - ჯესი ლინგარდმა, საჯარიმოს გარედან, ულამაზესი დარტყმით სხვაობა სამამდე გაზარდა.

36’ – 3:0 ლინგარდი

ლინგარდის გოლიდან მალევე, პანამას საჯარიმოსთან დანიშული ჯარიმა ინგლისელებმა საოცრად გაათამაშეს - კირან ტრიპიემ ბურთ ლინგარდს გადააწოდა, იუნაიტედის შემტევმა საჯარიმოში ჩააწოდა, ჰარი კეინმა თავური მოიგო, სტერლინგმა კარში დაარტყა და დამატებაზე ისევ სტოუნსმა მეორე გოლი გაიტანა.

40’ – 4:0 სტოუნსი

ჰარი კეინი ინგლისის ნაკრების ისტორიაში მეორე ფეხბურთელი გახდა, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატის ზედიზედ 2 სასტარტო მატჩში გაიტანა. პირველი რონ ფლაუერსი იყო, 1962 წელს. კეინი ტაიმის მიწურულს, საჯარიმოში წააქციეს და მოპოვებული პენალტი, ინგლისელთა ბომბარდირმა თვითონვე გაიტანა.

44’ – 5:0 კეინი (პენ)

მეორე ტაიმში, ინგლისმა შეტევები განაგრძო, საუთგეიტის გუნდს ბელგიელებთან მატჩისთვის ბურთების უკეთესი შეფარდება ესაჭიროვებოდათ და მომდევნო გოლიც მალე გავიდა. რუბენ ლოფტუს-ჩიკის დარტყმული, ჰარი კეინს მოხვდა და ბურთი პენედოს კარში აღმოჩნდა - გოლი კეინს ჩაეთვალა.

62’ – 6:0 კეინი

მეექვსე გოლის შემდეგ, გარეტ საუთგეიტმა სამივე ცვლილება გამოიყენა - ჰარი კეინის ნაცვლად, მოედანზე ჯეიმი ვარდი შემოვიდა, ფაბიან დელფმა ჯესი ლინგარდი შეცვლა, ხოლო დენი როუზი მატჩში კირან ტრიპიეს ნაცვლად ჩაერთო. ცვლილებების შემდეგ თამაშიც შეიცვლა და პანამამ ერთი გოლი გაქვითა - ახლად შემოსულმა დენი როუზმა, სტანდარტული სიტუაციისას ბალოი ვერ აიყვანა.

78’ – 6:1 ბალოი

მატჩი ამავე ანგარიშით დასრულდა, ინგლისი მომდევნო შეხვდრას 28 ივნისს - ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. კალინინგრადის მატჩი გადაწყვიტავს, G ჯგუფის პირველ ადგილოსანის ბედს.

საინტერესო ფაქტები

► ჯონ სტოუნსი, ტრევორ ფრენსის (1982) შემდეგ გახდა მანჩესტერ სიტის პირველი მოთამაშე, რომელმაც მუნდიალზე გოლი ინგლისის ფორმით გაიტანა.

► ჰარი კეინი გახდა, მხოლოდ მესამე ინგლისელი, რომელმაც მსოფლიოზე ჰეთ-თრიკი გაიტანა - როჯერ ჰანტი 1966, გარი ლინეკერი 1986.

► ჰარი კეინი გახდა დევიდ ბქემის (2002) შემდეგ პირველი ინგლისელი, ვინც მუნდიალზე პენალტის გატანა შეძლო...

► ინგლისმა 4 და მეტი გოლი, 1966 წლის ფინალის შემდეგ (ინგლისი 4:2 გერმანია) მსოფლიოზე პირველად გაიტანა.

► მხოლოდ მეხუთე შემთხვევაა, როდესაც გუნდმა პირველ ტაიმში 5 და მეტი გოლი გაიტანა, ბოლოს ეს გერმანიამ გააკეთა 2014 წლის ნახევარფინალში, როდესაც ბრაზილია 7:1 დაამარცხეს.

► ჰარი კეინი გახდა გრეგოჟ ლატოს (1974) შემდეგ პირველი მოთამაშე, რომელმაც მუნდიალის ზედიზედ მეორე მატჩში დუბლი გაიტანა.

► ჰარი კეინი გახდა მიმდინარე რუსეთის მუნდიალის ბომბარდირთა დავას - 5 ბურთით ლიდერობს...

► ინგლისს უკვე 8 გოლი აქვს გატანილი, ამაზე მეტი ბრიტანელებს 1966 წელს აქვთ გატანილი - 11 გოლი.

საუკეთესო მოთამაშე: ჰარი კეინი (ინგლისი)

ინგლისელთა მთავარი შემტევი, დღეს მოედნიდან ჰეთ-თრიკით გავიდა. ტოტენჰემ ჰოთსპურის ფორვარდი მიმდინარე რუსეთის მუნდიალზე, ბომაბრდრთა დავას - 5 გოლით ლიდერობს.

იმედგაცრუება: ფიდელ ესკობარი (პანამა)

პანამელთა მცველმა კეინის და ინგლისელი შემტევების წინააღმდეგ ვერაფერი მოახერხა, პენალტიც აიკიდა და მსაჯთან კამათის გამო ყვითელი ბარათი მიიღო.

კომენტარები

ბოლო ამბები