Thumbnail
  • F ჯგუფში სატურნირო ვითარება ჩახლართულია
  • ბოლო ტურში ყველაფერი შეიძლება მოხდეს

მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს 21-ე საუკუნის სტატისტიკა კარგს არაფერს უქადის: 2002 წელს საფრანგეთის ნაკრები ჯგუფში ჩარჩა, 2010 წელს იგივე ბედი გაიზიარა იტალიის ეროვნულმა გუნდმა, 2014 წელს კი ჯგუფური ბარიერი ესპანეთმა ვერ გადალახა.

მიმდინარე მუნდიალზე მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გერმანიის ნაკრებმა სასტარტო შეხვედრა მექსიკასთან წააგო და ურთულეს ვითარებაში ჩაიგდო თავი, შვედეთთან შეხვედრაში კი ბეწვის ხიდზე გაიარა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვებით მერვედფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა.

ხშირად ისმის კითხვები: რას ენიჭება უპირატესობა: ურთიერთშეხვედრას თუ ბურთების შეფარდებას? - აქვს თუ არა გერმანიის ნაკრებს პირველ ადგილზე გასვლის შანსი და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები გადამწყვეტ ტურში? 

სინამდვილეში, F ჯგუფში ჯერ კიდევ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, აბსოლუტურად ყველაფერი და დროა, განვიხილოთ ყველა შესაძლო ვარიანტი გერმანიის ნაკრების ჭრილში, რადგან სწორედ ბუნდესგუნდს ჰყავს საქართველოში უამრავი გულშემატკივარი…

თანაბარი ქულების შემთხვევაში, რას ენიჭება პრიორიტეტი: 

1. ბურთების შეფარდება
2. გატანილი გოლების რაოდენობა
3. ურთიერთშეხვედრა
4. ნაკლები წითელი (ყვითელი) ბარათი
5. კენჭისყრა

რა შემთხვევაში გავა გერმანია ჯგუფში მეორე ადგილზე?

თუ გერმანია მოუგებს სამხ. კორეას, ხოლო მექსიკა მოუგებს შვედეთს

მექსიკა 9 ქულა, გერმანია 6, შვედეთი 3, სამხ. კორეა 0

თუ გერმანია მოუგებს სამხ. კორეას, ხოლო მექსიკა ფრედ ითამაშებს შვედეთთან

მექსიკა 7, გერმანია 6, შვედეთი 4, სამხ. კორეა 0

თუ გერმანია მოუგებს სამხ. კორეას, ხოლო შვედეთი მექსიკას. ამასთან, გერმანიას ორიდან ერთ კონკურენტთან უკეთესი ბურთების შეფარდება ექნება

მექსიკა 6, გერმანია 6, შვედეთი 6, სამხ. კორეა 0

თუ გერმანია ფრედ ითამაშებს სამხ. კორეასთან, ხოლო მექსიკა მოუგებს შვედეთს

მექსიკა 9, გერმანია 4, შვედეთი 3, სამხ. კორეა 1

თუ გერმანია ითამაშებს უფრო შედეგიან ფრეს სამხ. კორეასთან, ვიდრე მექსიკა შვედეთთან

მექსიკა 7, გერმანია 4, შვედეთი 4, კორეა 1

რა შემთხვევაში გავა გერმანია ჯგუფში პირველ ადგილზე?

თუ გერმანია მოუგებს სამხ. კორეას, ხოლო შვედეთი მექსიკას. ამასთან, გერმანიას ორივე კონკურენტზე უკეთესი ბურთების შეფარდება ექნება

გერმანია 6, მექსიკა 6, შვედეთი 6, სამხ. კორეა 0

რა შემთხვევაში ჩარჩება გერმანია ჯგუფში?

თუ გერმანიის ნაკრები დამარცხდება სამხ. კორეასთან, ხოლო მექსიკა-შვედეთი დასრულდება ნებისმიერი ანგარიშით

თუ გერმანია ფრედ ითამაშებს სამხ. კორეასთან, ხოლო შვედეთი დაამარცხებს მექსიკას

შვედეთი 6, მექსიკა 6, გერმანია 4, სამხ. კორეა 1

თუ გერმანია ითამაშებს ნაკლებად შედეგიან ფრეს სამხ. კორეასთან, ვიდრე მექსიკა შვედეთთან

მექსიკა 7, შვედეთი 4, გერმანია 4, სამხ, კორეა 1

თუ გერმანია 1:0-ს მოუგებს სამხ. კორეას, ხოლო შვედეთი ასევე 1:0-ს მოუგებს მექსიკას, სამივე გუნდი დააგროვებს 6 ქულას და სამივე გუნდს ექნება ერთნაირი ბურთების შეფარდება: 3 გატანილი და 2 გაშვებული. თუ ბოლო ტურში მსაჯმა წითელი ბარათი არავის აჩვენა, ჟერომ ბოატენგის წითელი ბარათის გამო, გერმანია ჯგუფში ჩარჩება

მექსიკა 6, შვედეთი 6, გერმანია 6, სამხ. კორეა 0

რა შემთხვევაში გავა სამხრეთ კორეა ჯგუფიდან?

თუ სამხ. კორეა დაამარცხებს გერმანიას, ხოლო მექსიკა მოუგებს შვედეთს. ამასთან, სამხ. კორეას კონკურენტებზე უკეთესი ბურთების შეფარდება ექნება

მექსიკა 9, სამხ. კორეა 3, შვედეთი 3, გერმანია 3

კომენტარები

ბოლო ამბები