Thumbnail
  • გერმანია 2:1 შვედეთი
  • 0:1 ტოივენი (32), 1:1 როისი (48), 2:1 კროოსი (95)
  • გერმანიის ნაკრებმა ბეწვის ხიდზე გაიარა და გადარჩა

23 ივნისს სოჭის "ფიშტზე" მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია შვედეთს დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა. ორი ტურის შემდეგ გერმანიის ნაკრებს 3 ქულა აქვს და ბოლო ტურში სამხრეთ კორეის ნაკრებს ხვდება. 

პირველ ტაიმში გერმანიის ნაკრების უპირატესობა აშკარა იყო, მაგრამ მხოლოდ ორი საგოლე მომენტი ვიხილეთ. სამაგიეროდ, შვედების თითქმის ყველა კონტრშეტევა ძალზე სახიფათო იყო. 

0:1 ტოივენი (32)

კლაესენის პასით ოლა ტოივონენმა მეკარესა და მცველს ერთად გადაუგდო ბურთი თავზე. 

1:1 როისი (48)

დაიწყო მეორე ტაიმი და იოახიმ ლიოვის გუნდმა ნამდვილი შტურმი მოუწყო მეტოქეს და მალევე მიაღწია მიზანს - ვერნერის ჩაწოდების შემდეგ, ბურთს გომესი შეეხო და მარკო როისმა ნაკრებში თავისი მე-10 გოლი გაიტანა. 

გერმანიის ნაკრები 82-ე წუთზე 10 კაცით დარჩა, რადგან მეორე ყვითელი ბარათი მიიღო ჟერომ ბოატენგმა. მიუხედავად ამისა, ბოლო წუთები გერმანიის ნაკრების შტურმით დაგვამახსოვრდა, გომესის თავური მეკარე ოლსენმა მოიგერია, ხოლო 92-ე წუთზე ვერც ის უშველიდა შვედეთს, იულიან ბრანდტის დარტყმული ძელს, რომ არ მოხვედროდა. 

2:1 კროოსი (95)

მატჩის სასწაულებრივი დასასრული - საჯარიმო გერმანელებმა გაითამაშეს და ტონი კროოსმა ყველა თავისი შეცდომა ამ მატჩში გამოასწორა. 

ანალიტიკა და საინტერესო ფაქტები

სწორედ ასეთი თამაშებისთვის უყვართ გერმანიის ნაკრები - გუნდი მარცხდებოდა, გათანაბრება შეძლო, 10 კაცის ამარა დარჩა - შტურმი მოაწყო და გაიტანა 95-ე წუთზე! რომ არა კროოსის გოლი გერმანელებს ჩემოდნების ჩალაგებაზე ზრუნვა უნდა დაეწყოთ, მაგრამ გერმანულმა ხასიათმა კიდევ ერთხელ გამოავლინა თავი, ბუნდესგუნდი არასდროს ნებდება!

► ტონი კროოსის გოლი (94:42) ყველაზე გვიანდელი გოლია, რაც გერმანიის ნაკრებზე მსოფლიოს ჩემპიონატებში გაუტანია.

► გერმანიამ მუნდიალზე პირველი გოლი 34-ე დარტყმით გაიტანა.

► ოლა ტოივონენის დარტყმები და გოლები კლუბსა და ნაკრებში - ლიგა 1-ში - 19 დარტყმა არცერთი გოლი, ეროვნული ნაკრები 2 დარტყმა 1 გოლი.

► ტონი კროოსმა 121 პასი გააკეთა (93.4% სიზუსტით).

მატჩის გმირი: ტონი კროოსი (გერმანია)

რა თქმა უნდა, ტონი კროოსი! დიახ, რეალის ფეხბურთელმა 2-3 ძალიან უხეში შეცდომა დაუშვა, შვედების პირველი გოლი თავიდან ბოლომდე მისი "დამსახურებაა", მაგრამ კროოსმა 95-ე წუთზე იმ მოჭრილი დარტყმით ყველა შეცდომა გამოასწორა და მატჩის გმირიც გახდა.

მატჩის იმედგაცრუება: ჟერომ ბოატენგი (გერმანია)

მან კინაღამ დაღუპა გუნდი - 82-ე წუთზე ძალიან იუხეშა და ბუნდესგუნდი 10 კაცის ამარა დარჩა. რომ არა გერმანელთა მებრძოლი სული, შესაძლოა, ეს მატჩის გადამწყვეტი და გერმანელთათვის საბედისწერო მომენტი ყოფილიყო.

გარი ლინეკერმა თავისი ლეგენდარული ფრაზა 'დაააფდეითა'
გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები