Thumbnail

არშემდგარი ტრანსფერი | TOP 14-ის კლუბს თედო აბჟანდაძის დამატება სურდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • TOP 14-ში აღზევებულ კლუბს თედო აბჟანდაძის დამატება სურდა
  • ქართველი მორაგბე ქუთაისის აიაში დარჩა
  • პერპინიანის პირობები დამაკმაყოფილებელი არ იყო

20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, "უმცროსი ბორჯღალოსნების'' მიმართ ინტერესი გაიზარდა. ქართველ მორაგბეებს ფრანგული კლუბები აკვირდებიან - TOP 14-ის და PRO D2-ის გუნდებს ნიჭიერი ქართველი მორაგბეების გადაბირებას სურთ. ახლახან თორნიკე ჯალაღონიამ ბიარიცთან გააფორმა კონტრაქტი.

ქუთაისის აიას და 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების წევრის, თედო აბჟანდაძის დამატება TOP 14-ში აღზევებულ პერპინიანს სურდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. ფრანგული კლუბის პირობები დამაკმაყოფილებელი არ იყო, რის გამოც აბჟანდაძე ისევ ქუთაისის აიაში დარჩა.

აბჟანდაძე ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, მომავალი სეზონის ბოლოს კი აუცილებლად გამოჩნდება კლუბი, რომელიც ამ ნიჭიერ ქართველ მორაგბეს იმაზე უკეთეს კონტრაქტს შესთავაზებს, ვიდრე მას პერპინიანი სთავაზობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები