Thumbnail
  • 24 ივნისი / ყაზანი / 22:00 / პოლონეთი V კოლუმბია
  • ჯგუფის ფავორიტები ცუდ სიტუაციაში არიან, კიდევ ერთი მარცხი დასასრულის ტოლფასია

"ყაზან არენაზე" პირველ ტურში ხელმოცარული H ჯგუფის ორი ფავორიტი ერთმანეთს დაუპირისპირდება, კიდევ ერთი მარცხი კი ჯგუფში ჩარჩენის ტოლფასია. კოლუმბიას კარლოს სანჩესი გაუძევეს და ამიტომაც იაპონიასთან სამხრეთამერიკული გუნდი 1:2 დამარცხდა. პოლონელები კი ყველასთვის მოულოდნელად, ანალოგიური ანგარიშით სენეგალელებთან დამარცხდნენ.

კოლუმბიელებს ნახევარმცველი კარლოს სანჩესი დისკვალიფიკაციის გამო დააკლდებათ, სხვა მხრივ ყველა მწყობრშია, მათ შორის ხამეს როდრიგესიც. ბაიერნის ვარკვლავი ტრავმის გამო მხოლოდ მეორე ტაიმში შევიდა იაპონიასთან მატჩში და ბევრი ვერაფერი მოახერხა. ამჯერად, ის სასტარტოში დაიწყებს. კარლოს სანჩესის ადგილზე ვილმარ ბარიოსი ითამაშებს. ხამესი მწყობრშია, მაგრამ შესაძლოა, მან ფრთაზე ითამაშოს, 10-ნომრის პოზიცია კი ხუან კინტერომ შეითავსოს. იარი მინას მწვრთნელი ისევ ოსკარ მურილიოს არჩევს.

რადამელ ფალკაო და ხამეს როდრიგესი

სენეგალთან თამაშში პოლონეთის ნაკრები სამკაციან დაცვაზე გადაერთო. დიდი ალბათობით, პოლონელები კოლუმბიელებთანაც სამკაციანი დაცვით ითამაშებენ. 

ზბიგნიევ ბონიეკი პოლონელების შანსებზე: "ჩვენი გეგმები საერთოდ არ შეცვლილა სენეგალთან მარცხის მიუხედავად. ორი დარჩენილი თამაში უნდა მოვიგოთ და მერვედფინალში გავიდეთ. ჩვენ უნდა დავტოვოთ პოლონური კვალი ამ მუნდიალზე".

ბონიეკი რობერტ ლევანდოვსკიზე: "მასზე დიდი ზეწოლაა? მე ასე არ ვფიქრობ. ვარსკვლავები ამას შეგუებულები უნდა იყვნენ, მაშ რა უნდა თქვას რონალდომ, ან მესიმ? ჩვენ ვლაპარაკობთ მოთამაშეზე, რომელიც ჩემი აზრით მსოფლიოს საუკეთესო 9 ნომერია, მერე რა, რომ სენეგალს ვერ გაუტანა, რუსეთში მისგან ბევრ გოლს ველით". 

პოლონელთა ბანაკში ერთი ძალიან კარგი სიახლეა, მცველი კამილ გლიკი სრული დატვირთვით ვარჯიშობს და შესაძლოა, თამაშიც შეძლოს. 

კამილ გლიკმა ტრავმა მოიშუშა

საინტერესო ფაქტები

► პოლონეთის ნაკრების ბოლო 11 მატჩი მსოფლიოს თასზე (საკვლიფიკაციოს ჩათვლით) უხვგოლიანი გამოდგა - 2.5 გოლზე მეტი გავიდა თითოეულში.

► კოლუმბის მსოფლიოს თასზე (საკვალიფიკაციოს ჩათვლით) ბოლო 5 თამაშია, რაც არ მოუგია. 

► ეს ორი ნაკრები ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ, 2006 წელს შეხვდა, მაშინ კოლუმბიამ 2:1 მოიგო. 

► კოლუმბიის ნაკრები ხუთი ცდიდან ორჯერ გავიდა მუნდიალის პლეი ოფში. ნაკრების საუკეთესო შედეგი მეოთხედფინალია - 2014 წ.

სავარაუდო შემადგენლობები

პოლონეთი (3-4-3): შჩესნი - ციონეკი, ბედნარეკი, პაზდანი - პიშჩეკი, კრიხოვიაკი, ჟიელინსკი, რიბუსი - კოვნაცკი, ლევანდოვსკი, გროსიცკი

კოლუმბია (4-2-3-1): ოსპინა - არიასი, დ. სანჩესი, მურილიო, მოხიკა - ლერმა, ბარიოსი - კუადრადო, კინტერო, ხ. როდრიგესი - ფალკაო

მსაჯი: ს. რამოსი (მექსიკა)

კომენტარები

ბოლო ამბები