Thumbnail

ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ H ჯგუფში პირველი ტურის წინ სწორედ ეს გუნდები იქნებოდნენ ლიდერები, მაგრამ იაპონელებმა 10-კაციან კოლუმბიას მოუგეს 2:1, ხოლო სენეგალის ნაკრებმა ჯგუფის ფავორიტი პოლონეთი ამავე ანგარიშით დაამარცხა. 

იაპონელთა ბანაკში ერთი მიზეზიც არა აქვთ საიმისოდ, რომ შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელონ. ასე რომ, ისევ იმ 11-ეულს უნდა ველოდოთ, რომელმაც კოლუმბიის დამარცხება მოახერხა, მით უფრო, რომ კეისუკე ჰონდას, რომელსაც შეიძლება ჰქონოდა სასტარტოში მოხვედრის ამბიცია და შანსი, კუნთი აწუხებს და მისი თამაში საეჭვოა. პირველ ტურში ჰონდამ ბოლო 20 წუთი ითამაშა.

იაპონელთა ვარჯიში

აკირა ნიშინო (იაპონიის მწვრთნელი): "მენტალურად და ფიზიკურად ძლიერები უნდა ვიყოთ. სენეგალი ძალზე დისციპლინირებულ ფეხბურთს თამაშობს, ჩვენ ვუფრთხით მეტოქეს".

მაია იოშიდა (იაპონია): "იმედი მაქვს, ისევე ვითამაშებთ, როგორც კოლუმბიასთან მატჩში". 

საინტერესო ფაქტები

► იაპონიის ნაკრები მუნდიალებზე სამჯერ შეხვდა აფრიკულ გუნდებს - 2 მოგება და 1 მარცხი.

► იაპონიის ნაკრების ბოლო ორი ამხანაგური მატჩი აფრიკულ გუნდებთან - 1 ფრე, 1 წაგება.

► სენეგალის ნაკრებმა მუნდიალის წინ 5 ამხანაგური მატჩიდან 1 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 1 წააგო.

► იაპონიის ნაკრების ბოლო 5 მატჩი მუნდიალზე - 1 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება. 

► იაპონიამ მუნდიალებზე ბოლო 12 მატჩიდან მხოლოდ ორში მოახერხა 1 გოლზე მეტის გატანა. 

► მუნდიალზე იაპონის ზედიზედ ორი გამარჯვება მხოლოდ ერთხელ აქვს მოპოვებული.

► სენეგალმა ბოლო 10 ოფიციალური მატჩიდან 7-ში სულ მცირე, ორი გოლი გაიტანა. 

► სენეგალის ნაკრებს მუნდიალებზე სულ 6 მატჩი აქვს გამართული და აქედან მხოლოდ ერთი წაგებული (3 მოგება, 2 ფრე). 

► ჯგუფურ ეტაპზე გუნდს საერთოდ არ წაუგია და თუ არც ახლა წააგებს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკისა და უელსის რეკორდს გაიმეორებს.

სავარაუდო შემადგენლობები

იაპონია (4-2-3-1): კავაშიმა - საკაი, იოშიდა, შოჯი, ნაგატომო - ჰასებე, შიბასაკი - ჰარაგუჩი, კაგავა, ინუი - ოკაზაკი

სენეგალი (4-4-2): ხ. ნ'დიაიე - ვაგუე, კულიბალი, სანე, საბალი - სარი, ა. ნ'დიაიე, გიე, მანე - ნიანგი, საქო

მსაჯი: ჯ. როკი (იტალია)

კომენტარები

ბოლო ამბები