Thumbnail

ბარსელონა მექსიკელ გმირს უმიზნებს! ლოსანო გერმანიასთან გატანილმა გოლმა გააძვირა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფეხბურთელს, რომელმაც გერმანიას გოლი გაუტანა, ბარსელონაში ეპატიჟებიან
  • ჰირვინგ ლოსანოს გადაბირება ევერტონსაც სურს

მექსიკის ნაკრების ფეხბურთელს, ჰირვინგ ლოსანოს, რომელმაც გერმანიის ნაკრების კარში გამარჯვების გოლი გაიტანა, რამდენიმე სერიოზული მთხოვნელი გამოუჩნდა. ლოსანო ჰოლანდიაში, “ეინდჰოვენში” თამაშობს, სადაც გასულ სეზონში 29 მატჩში 17 გოლი გაიტანა, რაც ძალიან კარგი შედეგია, მაგრამ გერმანიასთან გატანილმა ერთმა გოლმა მას უფრო დიდი პოპულარობა მოუტანა.

ესპანურ და ჰოლანდიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლოსანოთი თვით ბარსელონაც კი დაინტერესდა. ეს ინფორმაცია ფეხბურთელის მამამ ESPN-ს ფაქტობრივად დაუდასტურა: “რამდენიმე შემოთავაზება იყო, მაგრამ კონკრეტული ჯერ არაფერია. მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადაწყდება, ეინდჰოვენში დარჩება, თუ სხვაგან გადავა,” - განაცხადა ხესუს ლოსანომ.

ლოსანოს გადაბირებით ასევე დაინტერესებულია ინგლისური ევერტონიც. ჰოლანდიური გამოცემა ED-ის ცნობით, გერმანიასთან მატჩის შემდეგ, 22 წლის მექსიკელის ფასი 40-დან 50 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

კომენტარები

ბოლო ამბები