Thumbnail

მატჩის წინ | ინგლისი V პანამა - ბავშვების არდადაგები გრძელდება...

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 24 ივნისი / 16:00 / ნიჟნი ნოვგოროდი / ინგლისი V პანამა
  • ლომების მეორე მატჩი მუნდიალზე - აუტსაიდერ პანამასთან...

ინგლისის ნაკრები რუსეთის მუნდიალზე მეორე მატჩს, ნიჟნი ნოვგოროდში - პანამის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელიც პირველ ტურში ბელგიასთან - 3:0 დამარცხდა.

პანამა ევროპელებთან მატჩში ცუდად გამოიყურებოდა, ერნან დარიო გომესის გუნდი, მიმდინარე მუნდიალზე საუდის არაბეთთან ერთად, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ნაკრებია. ინგლისმა პირველ შეხვედრაში, დრამატულად, ჰარი კეინის დუბლით ტუნისი დაამარცხა.

ინგლისელების სასაცილო განტვირთვა ტუნისთან მატჩის შემდეგ

"თამაშის წინ მიკრო-ტრავმები მაწუხებდა." ამბობს მანჩესტერ სიტის და ინგლისის ნაკრების მცველი ჯონ სტოუნსი. "მაგრამ საუთგეიტი მენდო და მე მას ამისთვის ძალიან ვაფასებ." განაცხადა ახალგაზრდა მცველმა.

► როგორ აღნიშნეს გუშინდელი დრამატული მოგება ინგლისში? 📺

ფიზიკურად ძლიერ პანამას ინგლისელები უფრთხიან, რაზეც ჯესი ლინგარდმაც ისაუბრა "პირველად არიან მუნდიალზე და თავს არ დაზოგავენ." ამბობს მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი. "ამიტომ ჩვენც ორმაგი მონდომებით თამაში გვმართებს, როგორც ტუნისი, ალბათ პანამაც ცენტრში ხშირად დაჯარიმდება, ეს ბარიერი უნდა გადავლახოთ და კარამდე ხშირად მივიდეთ."

ერმიტაჟი მოინახულეს 📷

გარეტ საუთგეიტმა ტუნისთან, ბოლო წუთზე გატანილი გოლის დროს, მხარი დაიზიანა "ჯობია ისევ მე დავიმტვრე, ვიდრე ფეხურთელები" განაცხადა მწვრთნელმა. სავარაუდოდ პანამასთან რაჰიმ სტერლინგი და დელე ალი დაისვენებენ - სტერლინგის ძალებს, როგორც ამბობენ უფრო მნიშვნელოვანი მატჩებისთვის ინახავენ, ხოლო დელე ალის ფეხი აწუხებს.

საინტერესო ფაქტები

► ინგლისს მუნდიალზე ზედიზედ ორი მატჩი 2006 წლის შემდეგ არ მოუგია, ხოლო ზოგადად ასეთი რამე ორჯერ - 1982 და 2006 წლებში აქვთ გაკეთებული.

► ერნან დარიო გომესი იმ კოლუმბიის მწვრთნელი გახლდათ, რომელიც ინგლისთან 1998 წლის მუნდიალზე დამარცხდა - დარენ ანდერტონის და დევიდ ბექემის გოლებით. ამ მატჩში, ინგლისის დღევანდელი მწვრთნელი - გარეტ საუთგეიტი სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

► 24 ივნისს, ინგლისმა 1990 წლის მუნდიალზე ეგვიპტე დაამარცხა. ამ შეხვედრაში, პეტერ შილტონმა ბოლო 17 მატჩიდან, კარი მშრალად მეათედ შეინახა.

► პანამას დაცვაში არაუშავს, მაგრამ შეტევაში თამაში ცენტრალური ამერიკის წარმომადგენლებს უჭირთ - ბოლო 7 მატჩში, მხოლოდ 2 გოლი აქვთ გატანილი. აქედან მხოლოდ 2 შეხვედრაში ითამაშეს ფრედ, დანარჩენ 5-ში დამარცხდნენ.

"როცა მსოფლიოზე თამაშობ B, C, D, E და F გეგმები უნდა გქონდეს მზად" განაცხადა მატჩამდე ერიკ დაიერმა

სავარაუდო შემადგენლობები

ინგლისი (3-5-2): პიკფორდი - უოკერი, სტოუნსი, მაგუაირი - ტრიპიე, ლოფტუს-ჩიკი, ჰენდერსონი, ლინგარდი, იანგი - რაშფორდი, კეინი.

პანამა (4-5-1): პენედო - ტორესი, ესკობარი, მურილიო, დევისი - გომესი, გოდოი, კუპერი, ბარსენასი, როდრიგესი - პერესი.

კომენტარები

ბოლო ამბები